დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა მოხდა, როცა ქალებმა ქმრებს გაუგზავნეს შეტყობინება – „მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო“
2014/05/20 12:48:27

ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ჩატარდა სემინარი ქალებისთვის თემაზე როგორ ვიცხოვროთ სიყვარულით საკუთარ ქმართან.

 



მონაწილეებს დაუსვეს შეკითხვა: ვის გიყვართ ქმარი?

 

ხელი ყველამ ასწია.



მაშინ მათ ჰკითხეს: როდის გამოუტყდით უკანასკნელად ქმარს სიყვარულში?

 

ოგიერთმა უპასუხა დღეს, ზოგმა – გუშინ, ზოგმა კი – არ მახსოვს.



შემდეგ ქალებს სთხოვეს, მოემარჯვებინათ მობილური ტელეფონები და ქმრებისთვის გაეგზავნათ შეტყობინება: «მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო».



მონაწილეებს შესთავაზეს, გაეცვალათ ტელეფონები და წაეკითხათ ერთმანეთის ტელეფონებში მოსული ტექსტური შეტყობინებები.



ქმრების პასუხები:



1. რომელი ხარ?



2. ხომ კარგად ხარ?



3. მე შენ მიყვარხარ.



4. ახლა რაღა მოუვიდა მანქანას?



5. არ მესმის შენი, რა გინდა?



6. ახლა რა ჩაიდინე? ამჯერად პატიებას ნუღარ ელი.



7. ?!?



8. არ გვინდა მიკიბულ-მოკიბული, პირდაპირ მითხარი, რამდენი გჭირდება?



9. ეს სიზმარია?



10. თუ ახლავე არ მეტყვი, ვის უგზავნიდი ამ შეტყობინებას, ვიღაც შემომაკვდება.



11. ხომ გთხოვე, მეტი აღარ დალიო-მეთქი?!



12. რასაც არ უნდა მთხოვდე, ჩემი პასუხია – არა!.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3287
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია