დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალები“ „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენებასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/20 12:39:55

„ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის დამოყენებაში, ოპოზიციული პარტიების კომისიის წევრების და კოორდინატების დაშინებაში ადანაშაულებენ.


როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის შტაბში ქუთაისის მერობის კანდიდატმა გია თევდორძემ და წყალტუბოს შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა საღარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, იმერეთის ორ რაიონში წყალტუბოსა და ხარაგაულში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება.


„წყალტუბოსა და ხარაგაულში მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურს იყენებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენი პარტიის 7 წევრი, რომელთაც  სოფლების რწმუნებულთა თანამდებობა ეკავათ, გაათავისუფლეს, მათ ადგილზე კი „ოცნების“ კადრები დანიშნეს, რომლებიც მათსავე კანდიდატებს საარჩევნო აგიტაციაში აქტიურად ეხმარებიან. დაყვებიან მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ხალხს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მსგავსი სიგნალები შეიმჩნევა ქუთაისშიც, ამიტომ მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას, მომხდარ ფაქტებზე გამოძიება დროულად დაიწყოს,“-განაცხადა გია თევდორაძემ.


მამუკა საღარეიშვილის განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები მათი კომისიის წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენენ, რის გამოც კომისიის რამდენიმე წევრმა თანამდებობაზე უარი განაცხადა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2343
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია