საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერობის ქალი კანდიდატი ქალების უფლებების გასაძლიერებლად
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/20 11:45:38

 

საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“-ის სახელით ქუთაისის მერობისთვის ხათუნა მაჭავარიანი იბრძოლებს. როგორც მაჭავარიანმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, სხვა პრიორიტეტებთან ერთად მისთვის მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების გაზრდა, ასევე ქუთაისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება.


„როგორც ქალი კანდიდატი, რა თაქმა უნდა, ქალთა უფლებების გაზრდის კუთხით ვიმუშავებ, ეს იქნება ყველა სეგმენტის წარმომადგენელი, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს დაეთმობა. თვითმმართველობა არის უმთავრესი ძალა სახელმწიფოში, ამიტომ ვეცდებით, ქუთაისის ძლიერი თვითმართველობა ჰქონდეს. რაც მთავარია, ქალაქს აღარ უნდა ჰქონდეს წყლის პრობლემა,"–განაცხადა ხათუნა მაჭავარიანმა.


მაჭავარიანის კანდიადტურა მერის პოსტზე საარჩევნო ბლოკში შემავალმა სამმა პარტიამ წარადგინა, ესენია: „საქართველოს ქალთა პარტია – სამართლიანობისა და თანასწორობისთვის", „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ და „ევროპელი დემოკრატები“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია