საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სექსუალური ორიენტაციის ფსიქოლოგია
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/05/19 15:03:46

ინტერვიუ ფსიქოლოგ სოფი ხარატთან

 

საკითხი, რომელიც საინტერესოა, ავტომატურად, განმარტებას საჭიროებს. ამჯერად ფსიქოლოგ სოფი ხარატთან ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომელიც დიდი მასების ინტერესს და შფოთს იწვევს.

 

ადამიანის სექსუალობა და მისი მიმართულებები „ახალი თემა“ არაა, მაგრამ არის რაღაც ახალი, რაც არ ვიცით და ხშირად გვეზარება, მასზე რაიმე ახლის წაკითხვა, რადგან სანამ რამეს გავიგებთ, მომზადებული ვართ იმისთვის, რომ ვთქვათ: „ჩვენ არ მოგვწონს“.

 

ზედმეტი კითხვების გარეშე ეთანხმებიან ბევრჯერ იმას, რომ, მაგალითად, ჰომოსექსუალობა ცუდია და, აქედან გამომდინარე, განსჯას არ ექვემდებარება. არსებობს უამრავი კითხვა, რასაც დღემდე იკვლევენ ფსიქოლოგიური მეცნიერები და არა მარტო ისინი. გასული წლის 17 მაისიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ არც წლევანდელი „ფერადი 17“ იქნება ნაკლებად სკანდალური და აჟიტირებული. მკითხველებს დააინტერესებს სექსუალობის ფსიქოლოგიის საკითხები, რაზედაც სოფი ხარატი გაგვცემს პასუხებს:

 

- რა არის სექსუალური ორიენტაცია?

 

 - სექსუალური ორიენტაცია არის გრძელვადიანი, ემოციური, რომანტიული, სექსუალური და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ. ეს არის ადამიანის იმ ოთხი სექსუალობის ერთი განმარტება, რომლისგანაც იგი შედგება. დანარჩენი სამი არის ბიოლოგიური სქესი, სქესის ფსიქოლოგიური მიმართულება და სოციალურ-სქესობრივი როლი.

 

ჩვეულებრივ, არსებობენ სამი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები: ჰომოსექსუალები, ანუ როდესაც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს მოსწონთ ერთმანეთი. ჰეტეროსექსუალები, როდესაც განსხვავებული სქესის ადამიანებს მოსწონეთ ერთმანეთი და ბისექსუალები - მათ ორივე სქესი მოსწონთ.

 

- რა იწვევს სექსუალური ორიენტაციის აჩევას?

 

- მართლაც, ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესოა, რა იწვევს ადამიანის სექსუალური ორიენტაციის არჩევას. ამაზე სრული და ზუსტი პასუხი ჯერ არავის დაუდგენია. მაგრამ არსებობს მოსაზრებები: შეიძლება, ეს იყოს გენი, შეიძლება, იყოს ბავშვობის ტრავმა, ან გავლენა და ეს შეიძლება, იყოს ჰორმონალური გავლენა ადამიანზე.

 

 მეცნიერები ამბობენ, რომ ერთი რამ ცხადია: ადამიანის ორიენტაცია ყალიბდება ძალიან ადრეულ ასაკში და ამაში დიდ როლს თამაშობს სოციალური გარემო, ფსიქოლოგიური გარემო და ბიოლოგიური მდგომარეობა.

 

 - არის თუ არა სექსუალური ორიენტაცია არჩევადი?

 

 - არა. იგი ყალიბდება ადამიანის სურვილის მიუხედავად, რადგან კვლევების მონაწილეებმა აჩვენეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მის შეცვლას, მაგრამ უშედეგოდ.

 

 - არის თუ არა ჰომოსექსუალობა სულიერი ან ემოციური დაავადება?

 

- ამაზე ცალსახა პასუხია: არა! ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ექიმები ბოლო 35 წლის განმავლობაში იკვლევენ ამ ფაქტს და მათ არ აქვთ არცერთი დამადასტურებელი ინფორმაცია, რაც ავადმყოფობას დაადასტურებდა.

 

- რატომ ჟღერდება ხმამაღლა სექსუალობის საკითხი?

 

- American Psychological Association (APA) და მისი 135000 თანამშრომელი დღემდე იკვლევს ამ თემას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, თუ რატომ საუბრობენ ჰომოსექსუალები ხმამაღლა მათ სექსუალობაზე? იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ მიღება საზოგადოებისგან, რადგან, როგორც ვთქვით, მათი ორიენტაციის არჩევა არ იყო მათზე დამოკიდებული და მათ ამის შეცვლა არ შეუძლიათ! როცა ისინი აღმოაჩენენ, რომ არიან განსხვავებული ორიენტაციის მქონეები, ძალიან ხშირად აქვთ გაუცხოების შიში, მიუღებლობის შიში, რომ მათ ოჯახი, მეგობრები, მთელი სოციალური სამყარო ხელს კრავს და ამიტომ ისინი ცდილობენ, გაბედონ და თავიდანვე ნათელი გახადონ მათი ამ საკითხისადმი დამოკიდებულების გაგება.

 

 - რა არის ტრანსექსუალების პრობლემა და საიდან იწყება მისი შემჩნევა?

 

- ნებისმიერ ტრანსექსუალს აქვს მსგავსი გამოცდილება, რომ იგი ბავშობაშივე ამჩნევდა, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, იგი თითქოს სხვის სხეულში გრძნობდა თავს. თამაშის დროს ისინი ირჩევენ საპირისპირო სქესის როლებს: ბიჭები მაკიაჟს იკეთებენ, კაბებს იცვამენ, თოჯინებით თამაშობენ და, პირიქით,

 

განსხვავებული ორგინეტაცია

ადრეულ ასაკში რომ დგინდებოდეს,                      

ისევე, როგორც გულის მანკი,

ან დაუნის სინდრომი,

რამდენი დედა გამოაცხადებდა

შვილს მკვდრად?!


 
გოგონები ბიჭების სათამაშოებით და  მანერებით „კავდებიან“. ჯერ არ დადგენილა, თუ რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს დიდი ჰორმონალური გავლენაა და ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს ყალიბდება. სხვები ამბობენ, რომ ეს არის ფსიქოსომატური და სოციალური გავლენა. მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორია დედის დამოკიდებულება ფეხმძიმობის დროს ნაყოფის მიმართ, როცა ძალიან ბევრი დედა ოცნებობს ბიჭზე და მის ოცნებებში უკვე ხედავს შვილს, როგორც ბიჭს, და ამ დროს იბადება გოგო, ან პირიქით. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დედამ შვილს „აჩუქოს“.

 

 - არის თუ არა ჰომოსექსუალობა გენეტიკური?

 

 - მეცნიერები იკვლევდნენ ამ ფაქტორსაც, მაგრამ ამის დამადასტურებელი დაზუსტებული კვლევები არ მოიპოვება.

 

 - საუბრობენ ინტერსექსუალიზმზე, რას გულისხმობს ეს ტერმინი?

 

- აგრეთვე არსებობს Intersexualität, რომელიც ასეთ ფენომენს გულისხმობს: ადამიანის ორგანიზმში ქრომოსომების არასწორი რაოდენობა უზრუნველყოფს ადამიანის სქესის დაუდგენლობას. გერმანიაში მიღებული იქნა კანონი, რომ ამ ადამიანებს გარკვეულ ასაკში თვითონ შეეძლებათ, აირჩიონ სქესი, რაც აუცილებლად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ეს იურიდიულად განხილულია, როგორც პირადი არჩევანის უფლება, რადგან ადამიანი ორივე სქესით იბადება.

 

- აგრესიაზე რას გვეტყვით, რომელიც ლგბტ საზოგადოების მიმართ ვლინდება?

 

 - ინფორმაციულობა საჭიროა იმისთვის, რომ მცდარი დასკვნები არ გამოვიტანოთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც რეალურად არ ვიცნობთ და ისიც საყურადღებოა, რომ არავინაა დაზღვეული იმისგან, რის მიმართაც აგრესიას გამოავლენს. არსებობს არგუმენტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ამ საკითხს გაგებით მოვეკიდოთ. ეს იგივეა, რომ ადამიანი დაიბადოს ყრუ ან ბრმა და ამის გამო დავსაჯოთ, ან არ მივიღოთ.

 

მე, როგორც ფსიქოლოგი, აქ ძალიან დიდ ახსნა-განმარტებას ვერ მივცემ თემას, რადგან ზემოთ მოხსენებული ყველა ინფორმაცია, დაახლოებით, მაინც ხსნის, თუ რატომ არ უნდა გამოიხატოს ადამიანების მიმართ აგრესია.

 

 რაც შეეხება საქართველოს პრობლემას, უნდა იყოს თუ არ, ლგბტ-თა უფლებები დაცული, გიპასუხებთ: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი ჰომოსექსუალია და როგორც ზემოთ ვთქვი, მასზე ეს აბსოლუტურად არ იყო დამოკიდებული და იმის გამო, რომ მის უფლებებს კანონი არ იცავს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მისი ორიენტაციის გამო, აგრესიით გაუსწორდეს და ყოველ დღე სახლში ნაცემი მოვიდეს!

 

 - ლგბტ ადამიანების შეფასება, ზოგადად, ასეთია: ისინი არიან პოზიტიური ადამიანები...

 

 - პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მაქვს ურთიერთობა ადამიანებთან და მაქვს მოსაზრება, რომ ჰომოსექსუალები გაცილებით პოზიტიურები არიან, ვიდრე ჰეტეროსექსუალები. ისინი არავის აძალებენ, იყვნენ მათნაირები და არავის განიკითხავენ იმის გამო, თუ რატომ ვერ შეძლეს მათი ორიენტაციის სწორად არჩევა. მსგავსი ძალადობა შესაძლოა, ფსიქოლოგიურ აშლილობამდე მივიდეს და ეს არ იქნება მათი სექსუალური ორიენტაციის ბრალი, არამედ - მხოლოდ იმ ადამიანების დანაშაული, რომლებმაც მათ არსებობა აუკრძალეს!

 

ბოლოს მინდა ვთქვა: 10 წლის წინ თბილისის უპატრონო ბავშვთა სახლში ვმუშაობდი და მახსოვს: მოიყვანეს დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვი, რომელსაც გულის მანკიც ჰქონდა და მშობლებმა იგი, როგორც მკვდარი, ისე გამოაცხადეს. არასდროს დამავიწყდება იმ მტირალი დედის სახე, რომელსაც სხვა გამოსავალი   არ   ჰქონდა,   რადგან  იგი „სირცხვილით“ სახლში ვერ წაიყვანდა შვილს, მერე მითხრეს, ერთ-ერთი მშობელი ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და ეს კიდევ უფრო ესირცხვილებოდათ. განსხვავებული ორიენტაცია ადრეულ ასაკში რომ დგინდებოდეს, ისევე როგორც დაბადებისთანავე გულის მანკი, ან დაუნის სინდრომი, რამდენი დედა გამოაცხადებდა შვილს მკვდრად?!

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია