დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულები
2014/05/19 13:28:04

ამ დღეებში თურქეთის ქალაქ სიდეში ჩატარდა კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ჰარმონია“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, თურქეთის, სასომხეთის, „პრიბალტიკის“ და ყაზახეთის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები.

 

ქუთაისს ზაქარია ფალიაშვილის მე-2 სამუსიკო სკოლისა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები წარმოადგენდნენ. კონკურს-ფესტივალზე ჩვენი ქალაქი წარმატებით წარსდგა. განსაკუთრებით მე-2 სამუსიკო სკოლა, რომლის აღსაზრდელებმაც თავიანთი წარმატებული გამოსვლით ყველას დაამახსოვრეს თავი.


„სოლო საშემსრულებლო კონკურსის ფორმატში პირველ კატეგორიაში მე-2 ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა მე-4 კლასის მოსწავლემ ნიკა ნიქაბაძემ (პედაგოგი თინათინ ენდელაძე). მე-2 კატეგორიაში მე-3 ადგილი და ლაურეატის წოდება კი მე-5 კლასის მოსწავლემ, მევიოლინე ქრისტინე შეყრილაძემ მოიპოვა (პედაგოგი გუგული სილაგაძე).


კამერული მუსიკის კონკურსში თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში I ადგილი დაიმსახურეს გიორგი ჭეიშვილისა და მარიამ რუხაძეს, ასევე მარიამ ჭეიშვილისა და ქრისტინე შეყრილაძის დუეტმა.


ასევე გამორჩეულები იყვნენ ქრისტინე გერაძე, ქეთევან ჩიქოვანი, ნიკა ნიქაბაძე, მარიამ ჭეიშვილი, გიორგი ჭეიშვილი, მარიამ რუხაძე, ქრისტინე შეყრილაძე“ - კმაყოფილებით აღნიშნა ჩემთან საუბრისას ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის წარმატებულმა დირექტორმა ქალბატონმა ნინო დოღონაძემ, რომელიც სკოლის პედაგოგებთან და აღსაზრდელებთან ერთად იმყოფებოდა სიდეში.


ასე რომ, მე-2 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები ფესტივალ-კონკურს „ჰარმონიის“ სამივე ფორმატში წარმატებულად წარსდგნენ, საპრიზო ადგილებიც დაიკავეს, საფესტივალო ჟიურის სპეციალური დიპლომებიც მოიპოვეს და გამარჯვეუბლები დაუბრუნდნენ ქალაქს.


სამშობლოში დაბრუნებულ ნორჩ მუსიკოსებს მეორე დღესვე დიდი გამოცდა ელოდათ: საქართველოში მიმდინარე ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების“ გამარჯვებულთა გალა-კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ფესტივალის დიპლომებთან ერთად სკოლამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ჟიურის სიმპათიის სპეციალური პრიზი და ფესტივალის მედალი დაიმსახურა მე-6 კლასის მოსწავლემ მარიამ ჟორჟოლიანმა (პედაგოგი თამარ ჭეიშვილი).


მაისის თვე ფრიად დატვირთული აღმოჩნდა წარმატებებით და ღონისძიებებით მე-2 სამუსიკო სკოლისათვის. 15 მაისს სპეციალური მიწვევით იტალიის საელჩოში სპეციალური კონცერტს ასევე სენაკში კლასიკური მუსიკის ფესტივალს, ტრადიციულად, საკონცერტო ცხოვრების დატვირთული ივნისის თვე მოჰყვება.

 

დალი ბარაბაძე

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2806
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია