დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსამართლეები პროცესზე ხშირად აგვაიანებენ- "საიას" მონიტორინგის შედეგები
2014/05/16 15:39:25

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციამ თბილისსა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის #5 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.


აღნიშნული ანგარიში მოიცავს პერიოდს 2013 წლის ივლისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღემდე მონიტორინგის ოთხი ანგარიში წარადგინა, რომლებიც, ერთიანობაში, მოიცავდა პერიოდს 2011 წლიდა ოქტომბრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით.


მონიტორინგის შედეგად, „საიასმონიტორებმა სასამართლო პარაქტიკის დადებითი და უარყოფითი ტენდენციები გამოავლინეს.


მონიტორინგის კვლევის ავტორის თინათინ ავალიანის თქმით,  სასამართლომ ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში გააუმჯობესა მიდგომა. კონკრეტულად, თუ აქამდე სასამართლო ავტომატურად აკმაყოფილებდა ბრალდების მხარის შუამდგომლობას პირის პატიმრობაში აყვანის შესახებ, ბოლო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა. ამასთანავე, სასამართლოს უფრო ხშირად გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ, თუმცა, პრობლემები კვლავაც რჩება.


"სასამართლო ახლა უფრო ხშირად ცდილობს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებათა მაჩვენებელი მხოლოს 16%-ს მოიცავს, რაც მნიშვლელოვნად შემცირებულია წინა მონიტორინგის შედეგებთან შედარებით. თუმცა, დღემდე პრობლემად რჩება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესებზე საზოგადოების დასწრების საკითხი. სასამართლოები კვლავ არ აძლევენ დაინტერესებულ პირებს უფლებას დაესწრონ პროცესებს. მოსამართლეები კვლავ არ იყენებენ თავიანთ დისკრეციას-გაათავისუფლონ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე ან შეუფარდონ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება“,-განაცხადა  „საიასიურისტმა და მონიტორინგის ავტორმა თინათინ ავალიანმა. 


როგორც თინათინ ავალიანი ამბობს, მონიტორინგის მთელი პერიოდის მანძილზე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ წინა სასამართლო განხილვის ეტაპზე შეწყვიტა სისხლისსამართებლივი დევნა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვლავაც რჩება სასამართლო პროცესების დროულად დაწყება. მისი თქმით, პროცესებზე ხშირად მოსამართლეები აგვიანებენ.


შეგახსენებთ, რომ „საიამ“ მონიტორინგი ორი ქალაქის, თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებში 2013 წლის ივლისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით განახორციელა. რაც შეეხება მხოლოდ ქუთაისის მონაცემებს, თინათინ ავალიანის თქმით, ქუთაისი მონაცემები არ არის ცალკე გამოყოფილი, რადგან რაიმე განსაკუთრებული ტენდენციები ქუთაისში არ გამოკვეთილა. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია