ქუთაისში, დადიანის ქუჩის N53 და N59 მცხოვრებლებს გადასახური მასალა გადაეცათ. გადაცემის პროცესს ქუთაისის მმშ ნოდარ მიქიაშვილი და საბინაო სამსახურის უფროსი კახა დალაქიშვილი ესწრებოდნენ. ამ ეტაპზე გადასახური მასალა 12-მა ოჯახმა მიიღო.
მიქიაშვლის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს თვის ქალაქში გადახურვის პრობლემა აღარ იქნება და პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში ყველა პრობლემური მრავალსართულიანი ბინის გადახურვა მოხდება.
საბინაო სამსახურის უფროსმა კახა დალაქიშვილმა კი აღნიშნა, რომ, ის ბრალდება თითქოს მერიამ გადასახური მასალების დარიგება საარჩევნოდ დაიწო, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ტენდერები ვადებს მოითხოვს. რამაც მასალის გადაცემის პროცესის გახანგრძლივება გამოიწვია.
ადგილობრივებმა გადასახური მასალი თხოვნით, ადგილობრივი ხელისუფლების სახელზე განცხადება გასულ წელს დაწერეს.
ქუთაისში მცხოვრები ოჯახები, რომელთაც გადასახური მასალის მოთხოვნით მერიას მიმართეს, ჯამში 600 000 ლარის ღირებულების მასალას მიიღებენ.