დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში კინო დაბრუნდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/16 13:17:40

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისში კინო დაბრუნდა.


კინომ ბინა კვლავ „სულიკოში“ დაიდო, სადაც  ახალგაზრდული ცენტრიც დაფუძდა. ახალგზრდული ცენტრის პიარ-მენეჯერის ნატალი პატარიძის განცხდებით, მათ დიდი ხანია აწუხებდათ ის ფაქტი, რომ ქუთაისში კინო არ იყო, ამიტომ გადაწყვიტეს კინოთეატრ „სულიკოსთვის“ პირვანდელი დანიშნულება დაებრუნებიათ.


„სულიკომ“ გახსნის დღეს პირველ ფილმსაც უმასპინძლა. ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას ფილმი „გრძლი ნათელი დღები“ ფილმის რეჟისორმა ნანა ექვთიმიშვილმა წარუდგინა.


ფილმიგრძელი ნათელი დღეები”, 90-იანი წლების დასაწყისის თბილისის ამბებს აღწერს.როდესაც ქვეყანაში ომი და უკიდურესი გაჭირვება იყო. ფილმი  გადმოგვცემს ორი მეგობრის, ეკას და ნათიას, თოთხმეტ წლიან მეგობრობას, იმ  საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი დომინირებს, გოგონები კი რთული პრობლემების წინაშე დგანან. მიუხედავად თბილისში არსებული  მდგომარეობისა, მეგობრები მაინც ახერხებენ ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებას.


ფილმის რეჟისორი აღნიშნავს, რომ ფილმში გადომცემული ამბები მისი ბავშვობის დროინდელი სინამდვილეა, რომლის დავიწყებაც არ სურდა და რომელიც ფილმის სახით გადმოსცა.


 

კინოთეატრ „სულიკოში“ ფილმების ჩვენება სისტემატიურად გაიმართება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია