დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩოჩქოლი მზიანეთში“ – 30-ე სკოლის თოჯინების თეატრის სპექტაკლი
2014/05/16 11:29:21

უკვე შვიდი წელია, 30-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს თოჯინების თეატრი „ჩვენ თვითონ“. თეატრი შეიქმნა სკოლის დირექტორის, ბატონ მიხეილ გიორგაძის ინიციატივით და მას შემდეგ პედაგოგები: მანანა ლომთაძე და ნათია ლეთოდიანი ხელმძღვანელობენ. სპექტაკლებში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, რამდენიმე მათგანმა მსახიობობა პროფესიადაც აირჩია. ამ ხნის განმავლობაში დასი რამდენჯერმე განახლდა.


სპექტაკლები ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იმართება. თეატრის ორგანიზატორები და ნორჩი მსახიობები ერთად ქმნიან სცენარებს, ამზადებენ თოჯინებსა და დეკორაციებს, საქმიანობაში ჩართული არიან მშობლებიც. თოჯინების თეატრის დასი ეწევა ქველმოქმედებას. რამდენიმე წლის წინ გამართეს სპექტაკლი და საჩუქრები ბროწეულას ბავშვთა სახლში მიიტანეს. ყოველწლიურად სპექტაკლებს ესწრებიან ახლომდებარე ბაღების აღსაზრდელებიც.


2014 წლის 15 მაისს გაიმართა კიდევ ერთი პრემიერა სპექტაკლისა: „ჩოჩქოლი მზიანეთში“. წარმოდგენას ბევრი მაყურებელი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ დღის ცენტრის - „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აღსაზრდელები. სპექტაკლი ძალიან მოეწონათ როგორც სკოლის პატარებს, ასევე მოწვეულ სტუმრებს.


დღის ცენტრის ხელმძღვანელებმა და მშობლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს პატარა მსახიობებსა და სპექტაკლის მონაწილეებს.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია