დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წულაიას სიტყვიერი გაფრთხილება აკმარა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/15 13:45:31

„არასაპარლამენტო ოპოზიციის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია გუშინ საპატრულო ეკიპაჟთან სიტყვიერი შელაპარაკების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ინციდენტის გამო დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წულაიას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.


წულაიას ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173– მუხლით წაუყენეს. პროკურორი მისთვის 2000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.


გოგი წულაია მომხდარს პოლიტიკურ შეფასებას აძლევს. მისი განცხადებით, კუდის თანამშრომლები უსმენენ მის ტელეფონს, შესაბამისად, გაიგეს მის მიერ ქუთაისში დაგეგმილი აქციების შესახებ და შეეცადნენ, ჩაეშალათ აქციები.


უნდათ, ხელი შემიშალონ პოლიტიკურ აქტივობაში, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მოწყობილია ეს ყველაფერი. წინა მთავრობაც ამავე ბრალდებით ცდილობდა ჩემს შეჩერებას, მაგრამ ასე ადვილად ვერ გამაჩერებენ," – აცხადებს წულაია.


შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია გუშინ დღის მეორე ნახევარში ავტომანქანით მოძრაობისას ქუთაისის გასასვლელთან დააკავეს. მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა საპატრულო ეკიპაჟთან, რომელსაც საცობის გამო ქალაქიდან გასასვლელი ჰქონდა გადაკეტილი.


წულაიას განცხადებით, ის შეეცადა, გაერკვია, თუ რატომ იყო  მოძარობა შეფერხებული და საპარტულო ეკიპაჟს მოძრაობის დარეგულირება სხვა უკმაყოფილო მგზავრებთან ერთად მოსთხოვა, თუმცა, მისი თქმით,  პატრულის თანამშრომელმა ხელები გადაუგრიხა და დააპატიმრა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია