საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„დევნილთა განსახლების გრძელვადიანი პროცესი დევნილებზე მორგებული არაა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/15 12:25:21

სახალხო დამცველის საპარლამენტო აპარატი დევნილთა უფლებების და მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს  სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში გაიმართა. პროექტის კოორდინატორის თორნიკე ცაგარეიშვილის განცხადებით, აპარატის მიერ შემუშავებული ანგარიში და რეკომენდაციები  დევნილთა სამინისტროს და მთავრობას გადაეგზავნება.


ანგარიშში, ძირითადად, საუბარია დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის დროს აღმოჩენილ დარღვევებსა და ამჟამად დევნილთა მდგომარეობაზე.


„მიმდინარეობს სახალხო დამცველის საპარლამენტო  ანგარიშის იმ თავის პრეზენტაცია, რომელიც  დევნილთა უფლებებსა და მდგომარეობას ასახავს. პროექტი  გაეროს ლტოვილთა უმაღლესი კომოსარიატის ხელშეწყობით ხორციელდება, რომლის მიზანსაც საქართველოში მცხოვრები დევნილების მდოგმარეობის შესწავლა წარმოადგენს. ხელახალი რეგისტრაციის დროს გამოვლინდა ორმხრივი პრობლემა. ერთი ის, რომ დევნილებმა საბუთები სრულად ვერ წარმოადგინეს, რაც ნაკლებ ინფორმირებულობით იყო გამოწვეული, ასევე რეგისტრაციაზე მომუშავე კომისიების წევრებს რეგისტრაციის დასაწყისში, დევნილთა შეკითხვებზე არ ჰქონდათ პასუხი, ეს პრობლემა ბოლოსკენ გამოსწორდა. ამასთან ერთად დევნილებს შეკითხვას უცხო პირები უსვამდნენ, რომლებიც კომისიის წევრები არ იყვნენ. ჩვენს ანგარიშს და რეკომენდაციებს სამინისტროს და მთავრობას გადავუგზავნით. ძირითადად, შენიშვნები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელ პირობებს შეეხება, რისი გამოსწორებაც უნდა მოხდეს,“-განაცხადა თორნიკე ცაგარეიშვილმა.


მისივე თქმით, გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, რეგისტრირებული იყო 247 000 დევნილი, საერთო მაჩვენებელი კი რეგისტრაციის დასასრულს 250 000-მდე იქნება, რაც 25 000-ით ნაკლებია რეგისტრაციამდე არსებულ მონაცემებზე.


შეხვედრაზე, ასევე  აღინიშნა, რომ დევნილთა განსახლების გრძელვადიანი პროცესი უშულოდ დევნილებზე მორგებული არაა, რაც მათ დამატებით პრობლემებს უქმნის. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია