დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაჭრეს მწერალი მამუკა ხერხეულიძე სამი ტყვიით?
2014/05/14 15:16:33

მწერალი მამუკა ხერხეულიძე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეში“ დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.


კვირასინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი. როგორცკვირას“ „ანტრესმენეჯერმა განუცხადა, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მამუკა ხერხეულიძე კაფეში მარტო იმყოფებოდა.


მამუკა ჩვენი კაფის ხშირი სტუმარია, რადგან მეზობლად ცხოვრობს. ის მარტო იყო შემოსული. ყავა და წყალი აიღო და გარეთ მაგიდასთან დაჯდა. ზუსტად რა მოხდა, ჩვენ ვერ დავინახეთ, ერთ-ერთმა კლიენტმა დაჭრილი ხერხეულიძე შიგნით შემოიყვანა, მას ფეხიდან სისხლი სდიოდა.


ინციდენტის შემდეგ მისი მეუღლეც მოვიდა. ხერხეულიძე ბოლომდე კონტაქტური იყო, მას გონება არ დაუკარგავს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განუცხადაკვირას“ „ანტრესმენეჯერმა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, საქმე აღძრულია სსკ-ის 118 მუხლით.

 

წყარო: http://kvira.ge/?p=40970

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია