დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შუბლაძის წასვლა ტელევიზიიდან იყო პროტესტი თავად „რუსთავი 2“-ის მიმართ“ (VIDEO)
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/05/14 13:48:02

ნინო შუბლაძის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დატოვების ფაქტს პარლამენტში დეპუტატები გამოეხმაურნენ.

 

თავად „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ტელეკომპანიის დატოვებას პირად ოჯახურ მდგომარეობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივებთან საერთო არ აქვს.


ფაქტის პოლიტიკასთან და ხელისუფლებასთან კავშირს გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია, სამაგიეროდ, მომხდარს მთლიანად უკავშირებს  თავად „რუსთავი 2“-ში ცოტა ხნის წინ განვითარებულ მოვლენებს. ბესელიამ კომენტარში სიტყვა „პროტესტი“  სამჯერ ახსენა.


„მე მაქვს განცდა, რომ ეს იყო ნინოს ჯანსაღი პროტესტი თავად „რუსთავი 2“-ის მიმართ, და მიმაჩნია, რომ ყველა პროფესიონალ ჟურნალისტს ექნებოდა იგივე პოზიცია“ – აღნიშნა დეპუტატმა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია