დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მესხიშვილის დამსახურებულ არტისტებს ვარსკვლავი გაუხსნეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/14 12:35:25

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს კიდევ ორი ვარსკვლავი ჰყავს. კულტურის სამსახურის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, თეატრის დამსახურებულ არტისტებს ლამარა ვაშაკიძესა და ნათელა საღარაძეს თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.


დასკვნით ცერემონიალამდე მესხიშვილის სცენაზე მსახიობების შემოქმედება გაიხსენეს. ვარსკვლავოსანმა მსახიობებმა სხვადასხვა თეატრებისგან მილოცვები მიიღეს.


ნათელა საღარაძეს სახალხო, ასევე დამსახურებული არტისტის წოდება აქვს და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ის მესხიშვილის სცენაზე 1970 წლიდან მოღვაწეობს.


ლამარა ვაშაკიძე კი მესხიშვილის თეატრში 19 წლიდან მუშაობს და 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მესხიშვილის თეატრის წინ  5 მსახიობის ვარსკვლავია გახსნილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია