დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სენსაცია
ჩინეთში 17 წლის წინ ჩანგრეულ მაღაროში ცოცხალი მაღაროელი აღმოაჩინეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/13 15:35:07

სინცზიანის პროვინციაში მაღაროელების ბრიგადა, რომელიც 17 წლის წინ, ძლიერი მიწისძვრის შდეგად ჩამონგრეული ერთ-ერთი მაღაროს გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, სასწაულებრივად გადარჩნილ მაღაროელს გადააწყდა. 

 

ერთ-ერთ გალერეაში მაღაროელთა ჯგუფი შემოვლას აკეთებდა რა დროსაც 17 წლის წინ ჩარჩენილ მაღაროელი ჩჟანი იპოვეს. ის უკვე გამოფიტული იყო და ფიზიკურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის.
როგორც შემდეგ გაირკვა მისი სასწაულებრივი გადარჩენა განაპირობა იმან, რომ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ჩახერგილ გალრეაში დარჩა სავენტილაციო ხვრელი რომლიდანაც გალერეაში ჟანგბადი შედიოდა, საჭმელად ჩჟანი იყენებდა ბრინჯისა და სასმელი წყლის მარაგს, რომელიც სათადარაგი გვირაბში იყო შენახული, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის. დამატებით როგორც გადარჩენილი მაღაროელი მონაყოლიდან ირკვევა, იკვებებოდა ვირთხებითა და რაღაც მწერებით, რომლებიც მისი ორგანიზმისთვის ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენდნენ.
ამ შემთხვევამდე მიწისქვეშ ყველაზე ხანგრძლივი გადარჩნის რეკორდი 142 დღე იყო. ჩჟანმა კი ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. 
ზოგადად ჩინეთის მაღაროებში უსაფრთხოების საკითხები ძალიან ცუდად არის გადაწყვეტილი. ოფიციალური მონაცემებით ყოველწლიურად ამ მაღაროებში 4000 მაღაროელი იღუპება. გვირაბების ჩამონგრევის ხშირი შემთხვევების პრაქტიკიდან გამომდინარე იყო სწორედ ის სასმელი წყლისა და ბრინჯის მარაგი სათადარიგო გვირაბში შეტანილი, რომელმაც საბოლოო ჯამში იხსნა ადამიანი სიკვდილისგან.
წყარო "pia.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია