დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაპირისპირება "პატრიოტთა ალიანსისის" ქუთაისის შტაბში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/13 15:24:51

პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის შტაბის უფროსმა, გოგიტა გოგელაშვილმა პარტია დატოვა, მიზეზად მის დაუკითხავად, პროპორციულ სიაში ყოფილინაციონალებიჩაწერას ასახელებს.


"ჩემი უშუალო მოთხოვნა იყო, რომ ეროვნული იდეოლოგია დაგვეცვა, ამისათვის პარტიაში უნდა იყონ ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფებათ საქმის გაკეთება და არა მხოლოდ თანანმდებობის შენარჩუნებაზე ფიქრი.  სიაში ისეთები შეიყვანეს, რომლებიც მრავალჯერ იყვნენ  წარსულის რიგებში, მაგრამ ახლა ისევ ამ ადამიანებით ხდება საარჩევნო სიების დაკომპლექტება, მითუმეტეს, მე როგორც შტაბის უფროსი არაფრად ჩამაგდეს და არც კი მკითხეს ისე შეადგინეს სია,"-განაცხადა გოგიტა გოგელაშვილმა.


მისი განცხადებით, თუ არ გაითვალისწინებენ მის შენიშვნებს პარტიაში ის პარტიის რიგებსაც დატოვებს.


გოგიტა გოგელაშვილის თანამდებობიდან გადადგომას პარტიაში ეხმაურებიან. ფრაქციაპატრიოტებისთავმჯდომარის კახა ნემსიწვერიძის თქმით, გოგიტა გოგელაშვილი შტაბის უფროსი არც არასოდეს ყოფილა. 


გოგიტა გოგელაშვილი არც არასოდეს ყოფილა შტაბის უფროსი და როგორ და რა თანამდებობიდან გადადგა არ ვიცი. პარტიის ქუთაისის რაიონული ორგანზიაცია 15 მაისს გამართავს ბრიფინგს და დაასახელებს, როგორც შტაბის უფროსის, ასევე მერობის და პროპორციული და მაჟორიტარობის კანდიდატების სიებს, ჯერ ჩვენც არ ვიცით როგორი იქნება სია და საიდან მოიტანა გოგელაშვილმა ეს ინფორმაცია,“- აცხადებს ნემსიწვერიძე. 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია