დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
FB - სტატუსი
სასტიკი ძიძა – რატომ სცემენ ბავშვებს? (video)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/13 14:51:33

 

,,11 მაისს, სადღაც 10:30 წუთზე, გეგეშიძის ბაღში ვინც თავის 3–4 წლის ბიჭი(წითელი შარვლით და წითელ ქოლგიანი ველოსიპედით)ძიძასთან ერთად სასეირნოდ გაუშვა, მინდა ვუთხრა, ძიძამ სასტიკად ცემა საწყალი ბავშვი,რომ მივედი პასუხის მოსათხოვად, გაიქცა ბავშვიანად... ალბათ, ვერასდროს გაიგებს ამას ბავშვის მშობელი, რა ვქნა არ ვიცი... ძალიან დავითრგუნე... ''- ეს ინფორმაცია სალომე ივანეიშვილმა საკუთარ "ფეიბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. 


,,თავად ორი შვილის დედა ვარ, ასეთი სისასტიკე როგორ შეიძლება, მშობელს ეიმედება შვილი, ამ დროს კი ვინ იცის, რა საფრთხის ქვეშ არის დაუცველი პატარა?! როგორმე უნდა მივაწვდინოთ ხმა იმ პატარა ბავშვის მშობლებს, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ხვალ იქნებ ჩვენი შვილი დადგეს საფრთხის ქვეშ...''



,,რა ჩემი საქმეა?!''ამ სიბნელიდან თუ გამოვა საზოგადოება, ვფიქრობ ასეთ ვანდალურ ფაქტებსაც აღარ ექნება ადგილი... დღისით –მზისით ხალხმრავალ ადგილზე ამას რომ გაბედავს ძიძა, ამას რომ აკადრებს იქ მყოფ საზოგადოებას, მასთან მარტო დარჩენილი ბავშვი რა აგრესიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, თავად წარმოიდგინეთ. – განუცხადა სალომე ივანეიშვილმა "aianews"–ს, რომელმაც დღეს ინტერნეტით გაავრცელა ეს ინფორმაცია იმ მიზნით, რომ შესაძლოა "გალახული ბავშვის" მშობელმა ამოიცნოს მისი ძიძა.


ეს ინფორმაცია, ვფიქრობთ, პრევენცია უნდა იყოს იმათთვისაც, ვისაც უკვე ყავს ან აწი აპირებს ძიძის აყვანას. 

 

სამწუხაროდ, რეალობაში უამრავი ფაქტია, თუ როგორ სასტიკად ეპყრობიან ძიძები ბავშვებს. გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5615
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია