დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ - მე-7 საჯარო სკოლაში ქართულ ენას პატივი მიაგეს
2014/05/13 15:13:18

 2014 წლის 14 აპრილს  მე-7 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი მაია გოზალიშვილი) წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „ქებაი და დიდებაი ქართლისა ენისაი“.

 

ღონისძიების მიზანი იყო: ქართველი კაცის წარსულისაგან ნაანდერძევი უზენაესი ვალდებულების –  ქართული ენის მოვლა-პატრონობა. მათ ბავშვური გულწრფელობით გააცოცხლეს ჩვენი ეროვნული რწმენის ბალავარი, ქართული ენის ისტორია. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა მიზანს შესანიშნავად მიაღწიეს და მოწვეულ სტუმრებს, და მათ შორის თანატოლებსაც, გაუღვიძეს რწმენა იმისა, რომ მეორედ მოსვლისას მაცხოვარი ქართულ ენაზე იქადაგებდა და ეს რწმენა მათ ეროვნულ ვალდებულებად მიიღეს.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ყველამ ერთხმად და შემართებით წარმოთქვეს სიტყვები:

„ივერიას გაშლილი აქვს ფრთები,

სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ

და ალგეთზე, მთის მადლით და ნებით,

მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ.“

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია