დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გადატრიალება ავიაციაში – მოლდოველი ავიატორის იდეა ავიაკატასტროფებს აღარ გამოიწვევს (VIDEO)
2014/05/13 12:40:55

მოლდაველი გამომგონებლის იდეამ მსოფლიო ავიაციაში შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს

 

კიშინიოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ალექსანდრე ბალანმა შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს მსოფლიო ავიაციაში.

 

გამომგონებელი ამტკიცებს, რომ ის ფაქტიურად 100%-ით დაიცავს ავიაკატასტროფის დროს ადამიანთა სიცოცხლეს. იდეის განხორციელების შემთხვევაში-ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავი აღარ აფეთქდება, ხოლო მგზავრები აღარასდროს დაიღუპებიან.


SIAAB1 2013-ასე ჰქვია ქიმიური შენაერთების სითხეს, რომელიც ავტორმა შეიმუშავა, იგი შეერევა საავიაციო საწვავს. 1 ლიტრი საკმარისია 100 ლიტრზე, კატასტროფის შემთხვევაში SIAAB1 2013 საწვავს აქცევს მყარ მწვანე ფერის მასად და ნავთის აალება უკვე შეუძლებელი ხდება.


მეორე გახლავთ სისტემა SIAAB2 2013 -ეს გახლავთ სითხის და ქაფის ჰიბრიდი, რომლის შემადგენლობაც, აგრეთვე გასაიდუმლოებულია.მეორე სისტემა უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავს, იგი სპეციალურ ტიტანის კაფსულებშია მოთავსებული, კატასტროფამდე 8 წამით ადრე კაფსულა ავტომატურად იწყებს მოქმედებას, სალონი ივსება ქაფით და მყარდება, ქმნის დამცავ გარსს მგზავრების გარშემო, რაც გარანტიას იძლევა, რომ დანარცხების შედეგად მგზავრები ტრამვას არ მიიღებენ. კატასტროფიდან 30 წამის შემდეგ ქაფი ისევ სითხედ იქცევა და საწყის მდგომარეობას უბრუნდება. სხვათა შორის ქიმიური შენაერთი არც თვალებს წვავს და არც კანს აღიზიანებს.

 

ახალი გამოგონების პრეზენტაცია გაიმართება ლონდონში, ნიუ-იორკში, სიეტლში და ჩიკაგოში.


პროექტის ტესტირება კალიფორნიაში(..), პოლიგონზე მოხდება, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, უსაფრთხოების სისტემა მთელს მსოფლიოში იქნება დანერგილი, როგორც საავიაციო, აგრეთვე საავტომობილო მრეწველობაში.

 


intermedia.ge

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია