დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რომის პაპი: „ვინ ვარ მე, რომ გეი განვსაჯო“
2014/05/13 11:45:35

რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალთა განსჯა და მათი მარგინალიზაცია არ უნდა ხდებოდეს.


პონთიფიკოსი ჟურნალისტებს ბრაზილიაში ვიზიტის შემდეგ, თვითმფრინავში ესაუბრა.


თუ ადამიანი არის გეი, ღმერთს ეძებს და აქვს კეთილი განზრახვები, ვინ ვარ მე, რომ იგი განვსაჯო?“, - აცხადებს რომის პაპი.


ფრანცისკეს განცხადებით, ჰომოსექსუალები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად უნდა მივიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა კათოლიკური სწავლებით ცოდვაა.


პაპი პრობლემას არა ორიენტაციაში, არამედ ჰომოსექსუალური ლობის არსებობაში ხედავს.


სასულიერო პირებად ქალის კურთხევასთან დაკავშირებით პაპი აცხადებს, რომ ეკლესიამ იმსჯელა საკითხზე, თუმცა ამგვარ პრაქტიკაზე უარი განაცხადა


გარდა ამისა, პაპი ეკლესიაში ქალის როლს უფრო ფართოდ მოიაზრებს და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა იზღუდებოდეს.

 

წყარო: http://frontnews.ge/


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია