დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეშვიდესკოლელები „ჩაის გარშემო“ გერმანულად მსჯელობდნენ
ავტორი: მარიამ ხურციძე
2014/05/12 16:14:46

 

Rund um den Tee - ჩაის გარშემო

გოეთეს დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე ქალაქის სხვადასხვა სკოლაში. წელს ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლამ გოეთეს დღეებს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნა, რომელიც ჩაის სახლ „ფოე-ფოეში“ გაიმართა.

 

წარმოდგენა სკოლის გერმანული ენის პედაგოგის, ნანა შავგულიძისა და სკოლის აღსაზრდელების თაოსნობით მოეწყო. მასში სკოლასთან არსებული სტუდიის, „პიკასოს ბიჭების“ მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ. ბავშვებს დახმარება ნატალი პატარიძემაც გაუწია.

 

ღონისძიებას ქუთაისის სხვადასხვა სკოლების გერმანული ენის პედაგოგები და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის და საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის პროფესორები: ნანული კაკაურიძე, ნუგეშა გაგნიძე, ირინა შიშინაშვილი, მანანა პაპავა და მარინა კუჭუჯიძე ესწრებოდნენ. სპეციალურად მოწვეულ სტუმართა რიგებში ისხდნენ –  დალი ფაჩუაშვილი და დოდოლა გოდუაძე.


მრავალფეროვან ღონისძიებაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სტუმრებს ჩაის ხელოვნების შესახებ გერმანულ ენაზე მოუთხრეს, ასწავლეს მისი მომზადების სხვადასხვა ხერხი და ჩაისთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციაც გააცნეს. ღონისძიებას ალამაზებდა ვიოლინოზე შესრულებელი კომპოზიციები, ახალგაზრდების გუნდური და ინდივიდუალური ვოკალური ნაწარმოებები, რომლებიც ბავშვებმა ზემოთხსენებული სტუდიის ვოკალის პედაგოგის – ქეთი დარახველიძის დახმარებით მოამზადეს. დარბაზში ისმოდა გიტარაზე და ფორტეპიანოზე აჟღერებული ცნობილი ჰანგები.


ღონისძიების დასასრულს, მეშვიდე სკოლასთან არსებული სტუდიის „პიკასოს ბიჭების" ხელმძღვანელმა, გია ტაბიძემ, გიტარის თანხლებით, გერმანულენოვანი სიმღერა შეასრულა, რამაც დამსწრეთა აღფრთოვანება და დიდი მოწონება დაიმსახურა.



„მადლობას ვუხდი მოსულ სტუმრებს დაფასებისთვის და განსაკუთრებულ მადლობას – ამ ბავშვებს, რომლებმაც, დამერწმუნებით, ეს დღე ნამდვილად გაგვილამაზეს. წელს მინდოდა, რაიმე განსხვავებული ღონისძიება გამეკეთებინა გოეთეს დღეებთან დაკავშირებით და მე მგონი, ეს გამოგვივიდა კიდეც, ყველას ძალიან დიდი მადლობა,“ – განაცხადა ამ ღონისძიების ორგანიზატორმა და მეშვიდე სკოლის გერმანული ენის პედაგოგმა ნანა შავგულიძემ.



„პირველად ვიღებ ასეთ ორიგინალურ ღონისძიებაში მონაწილეობას და, ცოტა არ იყოს, დაძაბული ვიყავი, მაგრამ ჩემი მოლოდინები გამართლდა. ამ ღონისძიებამ მომცა დიდი გამოცდილება და ერთი სამახსოვრო, ძალიან ლამაზი დღე,“ – თიკო მერკვილაძე, 11კლასის მოსწავლე.


 

ღონისძიების დასასრულს სიმბოლურად გაიჭრა ტორტი, მოსულმა სტუმრებმა წარმოთქვეს სიტყვა, ახალგაზრდებს მისცეს რჩევები და გზა დაულოცეს მომავალ კარიერაში. ერთი სიტყვით, ჩაის სახლ "ფოე-ფოეში" დიდი ჟრიამული წარმატებით დასრულდა.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5328
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - 75 მილიონი ევროს სესხის აღებისგან თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ, გამოდიან და ამბობენ, რომ ეს იყო არა სესხი, არამედ ევროკავშირის დახმარება, რომ ამაზე დგას თურმე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და ქვეყანა დაინგრა, ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილი რატომ უნდა იკადრო (R)
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია