დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში ინტენსიურმა წვიმებმა სავარგულები და გზები დააზიანა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/05/12 13:05:00

11 მაისის ღამით, ინტენსიური წვიმის გამო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სავარგულები და გზები დაზიანდა.

 

ფერდობები, რომლებსაც მოსახლეობა ერთწლიანი მცენარეების მოსაყვანად ამუშავებს, დიდი დახრილობის გამო, ყოველთვის არის დამეწყვრის რისკის ქვეშ. კოკისპირულმა წვიმამ დამუშავებული ნაყოფიერი ფენის მნიშვნელოვანი ნაწილი გადარეცხა და მოსახლეობას მეორედ დასჭირდება ფერდობების დამუშავება.

 

რაც შეეხება გზებს, დაზიანდა კაცხის, სვერისა და გეზრულის ტერიტორიული ორგანოს შიდასაუბნო და მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ის მონაკვეთები, რომლებიც არაასფალტირებულია.

 

როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ჭიათურა-გეზრულის მონაკვეთის ასფალტირება დაიწყება 15 მაისიდან და მასზე 7,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ზოგიერთ დაზიანებულ გზას სასწრაფოდ შეაკეთებენ ქვა-ღორღით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია