დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩაიდინა თუ არა შოთა მურღულიამ სისხლის სამართლის დანაშაული?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/10 12:21:06

 „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატს შოთა მურღულის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედავებიან. ქუთაისის მერიიდან რეორგანიზაციის სახელით გათავისუფლებული მერი კახიანი აღნიშნავს, რომ მურღულიამ მისი დახასიათება შეცვალა.


„მურღულიას არ აქვს არც კანონიერი და არც ზნეობრივი უფლება, იყოს ქუთაისის მერობის კანდიდატი. რადგან მან ჩაიდინა სისხლის სამართლის  დანაშაული,  ამის მტკიცებულება არის ჩემი გაყალბებული დახასიათება. მოტივი გაყალბებისა იყო ის, რომ სწორი დახასიათების შემთხვევაში, მერიას მოუწევდა იმის აღიარება, რომ მან უკანონობა ჩაიდინა ჩემი გათავისუფლებით. მეორე არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რისი მტკიცებულება არის, უმაშტაბო ნეპოტიზმის ფაქტი, რომლის მსგავსიც „ნაციონალების“ დროსაც არ განხორციელებულა.კერძოდ, მურღულიამ   დაარღვია საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში  ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ და დღემდე მისი მამა, ლევან მურღულია, მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობს მთავარ სპეციალისტად. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებ ქვეყნის პირველ პირებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, ბოლომდე ვიბრძოლებ მურღულიას წინააღმდეგ“-განაცხადა კახიანმა.


მერი კახიანმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მან გამოითხოვა მერიიდან დახასიათება, სააპელაციო სასამართლოში წარსადგენად, დახასიათებაში არ ეწერა, რომ ის მუშაობდა ეკონომიკურ სამსახურში,  საგარეო ეკონომიკური მიმართულებით, მთავარ სპეციალისტად.


„დახასიათებაში  ეწერა, რომ მე თურმე ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდი დამაკმაყოფილებლად და არანაირი წახალისება არ დამიმსახურებია, მაშინ, როდესაც  მაქვს საბანკო ამონაწერი, სადაც ფიქსირდება, რომ  პრემიებს დამსახურების მიხედვით ვიღებდი. აქვე აღვნიშნავ, რომ 92 თანამშრომელი რეორგანიზაციის სახელით გაგვათავისუფლეს, სანაცვლოდ კი გაცილებით მეტი ადამიანი დასაქმდა. აღსანიშნავია, რომ მე შტატის გაუქმების მიზეზით გამომიშვეს, დღეს კი ჩემს საქმეს ორი ადამიანი ასრულებს, რაც გაცილებით ძვირი უჯდება ბიუჯეტს“-აღნიშნა კახიანმა.


შეგახსენებთ, რომ მერი კახიანი მერიიდან დიმიტრი კოპალიანის მერობის დროს გაათავისუფლეს. კახიანი აღნიშნავდა, რომ ის გოჩა თევდორაძისა და თენგიზ თოფურიძის კლანურ ინტერესებს შეეწირა.


ქუთაისის მერიის იურისტის, ირაკლი გიორგაძის განცხადებით,  არსებულ დოკუმენტს ხელს ადმინისტრაციული  სამსახურის მაშინდელი შემსრულებელი  პაატა ლილუაშვილი აწერს და არა – მურღულია. ასევე აღნიშნავს, რომ  მერიის ეკონომიკურ სამსახურს დახასიათების გაცემის უფლება საერთოდ არ ჰქონდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია