დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურასა და საჩხერეში ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული აღნიშნეს
2014/05/10 09:55:28

 მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული ჭიათურასა და საჩხერეში ომის ვეტერანებს მიულოცეს.

,,ჭიათურაში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 27 ვეტერანი გვყავს და მათ რიცხვს, სამწუხაროდ, ყოველწლიურად აკლდებიან ის ადამიანები, რომლებმაც დიდი ღვაწლი ჩადეს ფაშიზმის დამარცხებაში. ვეტერანთა შორის მხოლოდ ერთი ქალბატონია.

ვეტერანთა ნაწილმა ვერ შეძლო მათ საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე მოსვლა, ამიტომ ჭიათურის გამგეობის წევრები სოფელ ხრეითში, ზოდსა და ჭიათურაში თავად ავედით და მივულოცეთ ეს დღე. ყველა ვეტერანმა მიიღო 450 ლარი ერთჯერადი საჩუქარი,"_აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, გიორგი ციცქიშვილმა.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში 33 ვეტერანია, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას 2800 ვეტერანი იყო. მათ სახელმწიფოსგან მიიღეს 400-400 ლარი, რასაც მუნიციპალიტეტმა დაუმატა 50-50 ლარი. არ ვუღალატეთ არსებულ ტრადიციას და წელსაც მათთვის ღონისძიებაც გავმართეთ და ბანკეტიც გადავუხადეთ, ვუსურვებ ჩვენს საამაყო ვეტერანებს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, _აღნიშნა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა ანა შუკაკიძემ.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში 7 მაისს ქალაქ სმოლენსკიდან ჩამოასვენეს სოციალური ქსელის საშუალებით აღმოჩენილი ერთ-ერთი მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილი, სოფელ კორბოულის მკვიდრი. მისი გადმოსვენება ბიზნესმენთა ჯგუფის დაფინანსებით მოხდა, ხოლო მუნიციპალიტეტმა 500 ლარამდე გაიღო ნეშტის დაკრძალვის ცერემონიაში.

 

გავესაუბრეთ რუფა ღონღაძეს, რომელიც საჩხერელ სამ ვეტერან ქალს შორის ერთ-ერთია. მან აღნიშნა, რომ მედდად მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს და საბჭოთა ჯარს ბერლინამდე ჩაჰყვა. ქალბატონი რუფა უკრაინაში ტრაგიკულად გარდაცვლილი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის, ახლო ნათესავია. მისი სურვილია, რომ გამოსცეს რუსული ენის სასაუბრო ქართველი ბავშვებისათვის, რომლის გვერდების რაოდენობა 200-ზე მეტია. მანვე მადლობა გადაუხადა საჩხერის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელობას.

საჩხერესა და ჭიათურაში ფულადი დახმარების პარალელურად ვეტერანებს ყვავილის თაიგულები გადაეცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2320
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია