საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავი და 400 ლარი თერჯოლელ ვეტერანებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/09 16:46:22

ფაშიზმზე გამარჯვების 69 - წლისთავი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მასშტაბურად, შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.


ადგილობრივებს 9 მაისი იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმაც მიულოცა და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. დღესვე, ზაზა მეფარიშვილმა სოფელ სიქთარვაში მცხოვრები 89 წლის ვეტერანის, ანდრო კახიძის ოჯახი მოინახულა და ნობათი გადასცა.


თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ომის ვეტერანს ვულოცავ ამ დიდი გამარჯვების დღეს და დღეგრძელობას ვუსურვებ. მე ვთვლი, რომ ომის ვეტერანებთან დღევანდელი სტუმრობა სახელმწიფოს მხრიდან მათი დაფასებისა და პატივისცემის ნიშანია“. - განაცხადა იმერეთში სახლემიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.


 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სულ 35 ომის ვეტერანი ცხოვრობს, თითოეულ მათგანს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 400 ლარი გადაეცემა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია