დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვედმედევას კონტრშეტევა გოგი ჭიჭინაძეზე
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/09 15:00:08

ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერისა და ბალეტის თეატრი კვლავაც ყურადღების ცენტრშია. გუშინ თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ხატია ვედმედევამ დაანონსებული "მუქარა" შეასრულა და  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მირიანე ოდიშარიას  წერილი მისწერა, სადაც თეატრში არსებულ მგდომარეობას უამბობს და სამხატვრო ხელმძღვანელს გოგი ჭიჭინაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს.


ვედმედევას თქმით, გოგი ჭიჭინაძე და თეატრის რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე ხელშეკრულების მიხედვით სრულ განაკვეთზე არიან გაფორმებული, თუმცა, სამსახურში არ დადიოდნენ. ხელაფსები კი ჩვეულებრივად ერიცხებოდათ.


ვედმედევას განცხადებით, მას გოგი ჭიჭინაძე არ აძლევდა საშუალებას თატრში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია სამინისტროსთვის მიეწოდებინა, ასევე  ამ/წლის 30 აპრილს მის სამუშაო კაბინეტში თანამშრომლების თანდასწრებით გამოუცხადა, რომ დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. მისი თქმით, ჭიჭინაძემ ეს გადაწყვეტილება მთავრობიდან მიღბულ დავალებად  გააცნო

ხატია ვედმედევა მინისტრს თეატრში არსებული მდგომარეონის გამოკვლევას სთხოვს.


აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:


"მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 10 სექტემრიდან ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი გოგი ჭიჭინაძე, ხოლო დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე, ხატია ვედმედევა. დანიშვნის დღიდან 07 თვის განმავლობაში ბატონი გოგი ჭიჭინაძე თეატრში იმყოფებოდა სულ 3 კვირა, მან ორთვენახევარი დაითხოვა ორკესტრი, ხოლო ხელფასი ჩვეულებრივ გაიცემოდა, რაც დაეტყო სამუშაო პროცესს და აისახა თეატრის შემოსავლებზე. ვინაიდან ის არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, თვეში გადიოდა მხოლოდ ერთი სპექტაკლი, როცა შემოქმედება მზად იყო თვეში განეხორციელებინა სულ მცირე 6 სპექტაკლი. მან ასევე არ გაითვილისწინა შემოქმედების ხშირი მოთხოვნა სამხატვრო საბჭოს შექმნის შესახებ. აღნიშნული საბჭოს შექმნის შესახებ მოთხოვნა განპირობებული იყო იმ გარემოებით რომ თავად არ იმყოფებოდა თეატრში, მან ასევე ერთპიროვნულად შემოქმედებით კოლექტივთან შეუთანხმებლად დანიშნა დასის ხელმძღვანელი, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა.

 

ჩვენი კონფლიქტის საბაბი გახდა, ის გარემოება, რომ მისი მეგობარი და ჩვენი თეატრის რეჟისორი ქალბატონი მაია გაჩეჩილაძე ხელშეკრულების მიხედვით სრულ განაკვეთზე არის გაფორმებული და მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურში იმყოფებოდა 3 სამუშაო დღე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს სრულად იღებდა. დასის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ნიკოლაძე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით სრულ განაკვეთზე არის გაფორმებული რამდენიმე სახელმწიფო სამსახურში და მისი ხელშეკრულების მიხედვით ის სარგებლობს კანონით გათვალისწინებული სამუშაო და დასვენების დღეებით. (ხელშეკრულებაში არაა მითითებული საგამონაკლისო პირობები).


მე ვიმყოფები ზეწოლის ქვეშ გოგი ჭიჭინაძის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში, ის არ მაძლევდა ამ ფაქტებზე ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობას სამინისტროზე, ასევე  ამ/წლის 30 აპრილს ჩემს სამუშაოკაბინეტში თანამშრომლების თანდასწრებით გამომიცხადა, რომ დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, მისი თქმით აღნიშნული დავალებები ჰქონდა მთავრობის მიერ.

 

მიუხედავად ბუღალტრის უამრავი დარღვევისა, რაც კარგად არის გაშიფრული აუდიტის დასკვნაში ბატონმა გოგი ჭიჭინაძემ არ მომცა შესაძლებლობა ბუღალტერთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა.


კულტურის სამინისტროს მოგმართავთ თხოვნით, გამოიკვლიოთ ჩემ მიერ მითითებული ფაქტები, გთხოვთ შესაბამისს რეაგირებას თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში მტკიცებულებად შეგიძლიათ გადახედოთ გოგი ჭიჭინაძის საგასტროლო გრაფიკსა და თბილისის კონსერვატორიაში მისი მოღვაწეობას. აღნიშნული საკითხების დასამტკიცებლად მზად ვარ თქვენთან შეხვედრაზე შემოქმედებით კოლექტივთან ერთად."


 

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

დირექტორი : ხატია ვედმედევა.

 

შეგახსენებთ,რომ  ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დირექტორმა ხატია ვედმედევამ თანამდებობა გუშინ  დატოვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია