დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე 100 ლარით მიულოცეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/09 14:08:24

ფაშიზმზე გამარჯვების 69- წლისთავის აღნიშვნა ქუთაისში დილიდან მიმდინარეობს. იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, სახლში მოინახულეს და ნობათი მიუტანეს.


დღესვე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა, ქალაქის ვიცე მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კირკიტაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა , მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


ომის ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება საბრძოლო დიდების მუზეუმშიც გაიმართა. დღესვე ვეტერანებისათვის სადღესასწაულო სადილიც მოეწყო

.

 თითოეულმა ვეტერანმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად 100 ლარი მიიღო. ქუთაისში ამ დროისათვის სულ 63 ვეტერანი ცხოვრობს.


 

 ,,ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამინი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. მათ გამარჯვებამდე მიიყვანეს ეს ომი. ბევრი გმირი დაბრუნდა. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის,რომ ვეტერანებმა ღირსეულად და დაფასებულად იგრძნონ თავი“-განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია