საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ინტელექტკლუბი ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/09 12:59:15

ნორჩ ინტელექტუალთა კლუბი 30-ე საჯარო სკოლაში დაარსდა 2006 წელს, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორად არჩეულ იქნა ბატონი მიხეილ გიორგაძე. იგი თავად იყო კლუბის დამაარსებელიც, ორგანიზატორიც და პირველი ხელმძღვანელიც.

 

კლუბმა 2007-2008 წლებში ფუნქციონირება განაგრძო ირაკლი შეყილაძის ხელმძღვანელობით, 2009 წელს მას ხელმძღვანელობდა დავით ჩივაძე, ხოლო 2010 წლიდან დღემდე უფროს ასაკობრივ ჯგუფს წვრთნის ისტორიკოსი ვიკა კვანტალიანი.

 

 კლუბთან ფუნქციონირებს უმცროსი ასაკობრივი ჯგუფიც, ხელმძღვანელი ისტორიკოსი გურანდა შანიძე.

 

 კლუბის მუშაობას დღესაც კურირებს მისი პირველი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი ბატონი მიხეილი.

 

2010 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება ფინალური თამაში, რომლის სტუმრებიც ჩვენი სკოლის მეგობრები და საამაყო ქუთაისელები, ბატონები: ლაშა კილაძე, კახა მაჩიტიძე, სერგო თევდორაძე და ზაალ ხონელიძე არიან.

 

გაზაფხულზე კი იმართება შემოდგომა-ზამთრის თამაშების გამარჯვებული გუნდის ფინალური შერკინება ინტელექტკლუბთან.

 

2014 წლის 5 მაისს გაიმართა თამაში,რომელშიც მასწავლებლებს მე-112 კლასის გუნდი „შავი მარგალიტი“ დაუპირისპირდა. თამაში ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. გუნდმა „შავი მარგალიტი“ ინტელექტკლუბი ანგარიშით 6:4 დაამარცხა და გამარჯვება იზეიმა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი საბა ბოკელავაძე დასახელდა, მონაწილეები სიგელებითა და მქუხარე აპლოდისმენტებით დაჯილდოვდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია