საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
კვლევებით დადასტურდა, რომ მოსახლეობის 80% საყოველთაო ჯანდაცვით კმაყოფილია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/09 03:55:02

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის განვითარების სააგენტოსა(USAID) და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გამართა კონფერენცია თემაზე: „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა: ერთი წლის შედეგების შეფასება“.


 კონფერენციაზე საზოგადოებას წარუდგინეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები, მიმდინარე სიტუაციის ანალიზი, მოხდა მიღწეული შედეგებისა და რეკომენდაციების განხილვა.  


 შეხვედრას ესწრებოდნე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, გაერთიანებული ერების ორგნიზაციის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოში აშშ საელჩოს, აშშ-ის განვითარების სააგენტოსა (USAID) და მსოფლიო ბანკის ამიერკავკასიისა და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები. ასევე –  გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი, რამდენადაც გერმანიის ჯანდაცვის უწყებამ გამოთქვა მზაობა მხარი დაუჭიროს საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომ განვითარებას.

 კონფერენციაში მონაწილეობდნენ აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. 

საყოველთაო ჯანდაცვის 1 წლის შეფასების ძირითადი შედეგები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციის, USAIDდა მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მიმდინარე წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში განხორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთი წლის შედეგების შეფასება და ანალიზი. პარალელურად, აშშ-ის განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტის (USAID/HSS) ფინანსური და ტექნიკური დახმარებით ჩატარდა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვამიღებული მომსახურებით კმაყოფილების შესახებ და პროვაიდერებისა და მოსარგებლეების ხარისხობრივი კვლევა (ფოკუს-ჯგუფების დისკუსია) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობის შეფასების მიზნით.

 

კვლევის პირველ კომპონენტში, რომელიც აფასებდა გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით მოსახლეობის კმაყოფილებას, მონაწილეობა მიიღო 431 მოსარგებლემ. მეორე კომპონენტი შეეხებოდა გადაუდებელი ამბულატორიული და გეგმიური სტაციონარული სერვისების შეფასებას და მონაწილეთა საერთო რიცხვმა შეადგენდა 358 ბენეფიციარი.

 

ექსპერტული ანალიზისა და კვლევის შედეგებისძირითადი მესიჯები:

 

·  საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება, რაც აისახა ჯანდაცვისსექტორისთვისგამოყოფილისახელმწიფო ასიგნებების მოცულობის უპრეცედენტო გაზრდით (თითქმის გაორმაგებით 365 მლნ ლარიდან 2012 წელს 634 მლნ ლარამდე 2013 წელს);

 

·  საქართველოს მთავრობამ თითოეული მოქალაქისათვის შექმნა ჯანდაცვის უფლებით უნივერსალური სარგებლობის ფუნდამენტი -  2014 წ. აპრილის მონაცემებით, საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის დაახლოებით 3.4 მილიონი ადამიანი მოცულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, 560 ათასი ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, ხოლო 546 ათასამდე პირს აქვს კერძო ან კორპორატიული დაზღვევა;

 

· 2014 წლის 5 მაისისათვის 2.3მლნ ბენეფიციარიუკვე დარეგისტრირებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიპირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. სულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფიქსირდა 383 707შემთხვევა,მ.შ. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - 229 480, გადაუდებელი სტაციონარი - 81 495; გეგმიური ქირურგია (გარდა კარდიოქირურგიისა)–27 030; კარდიო ქირურგია - 1 107; ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპია -12 308; მშობიარობა - 31 867;

 

·  გამოკითხვის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეების აბსოლუტური უმრავლესობა (96.4%) კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია ჰოსპიტალური და/ან გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით, ხოლო მოსარგებლეების 80.3% კმაყოფილიაან ძალიან კმაყოფილიაგეგმიური ამბულატორიული მომსახურებით;

 

· გეგმიური ამბულატორიის კომპონენტში გამოკითხულთა 84.1% და  გეგმიური ჰოსპიტალზიაციისა და გადაუდებელი ამბულატორიის კომპონენტში რესპონდენტთა 78.2% აღნიშნავს, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე დადებითი მხარეს წარმოადგენს მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერა. ასევე მოსარგებლეთა უმრავლესობა მიუთითებს თავისუფალი არჩევანის უფლებაზე, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთ მთავარ დადებით მხარეზე;

 

·         გამოკითხით ნათელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ გაზარდა სამედიცინო სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობა,თუმცა 2014 წლის სექტემბრისთვის დასრულდება სრულმასშტაბიანი შეფასება ჯანდაცვის უტილიზაციისა და შინამეურნეობების დანახარჯების კვლევით (HUES). კვლევა, რომელიც ასევე საერთასორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით განხორციელდება ზუსტად გამოავლენს რამდენად შემცირდა მთავარი მაჩვენებელი - ჯანდაცვაზე 70%-იანი ჯიბიდან გადახდება, ანუ რამდენად შეუმცირდა მოსახლეობას ჯანდაცვაზე ფინანსური ტვირთი;

 

· მომსახურების ცალკეული კომპონენტებით კმაყოფილების შეფასებამ ამასთანავე აჩვენა, რომ უკმაყოფილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  (7.6%)”სასურველი მომსახურების მიღებამდე ლოდინის პერიოდის ხანგრძლოვობაზე” მოდის;

 

·პროგრამისათვის მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტის დამატების სურვილი გამოთქვა გეგმიური ამბულატორიის სერვისების კომპონენტით გამოკითხულთა 78%-მა და სტაციონარული სერვისების კომპონენტით გამოკითხულთა 60%-მა;

 

 

· აღნიშნული რეკომენდაციები საფუძვლად დაედება საყოველთაო ჯანდაცვის შემდეგი განვითარების პროცესს, რომელიც ასევე მთავარ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდება. 

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან სიამაყით ისაუბრა ჯანდაცვის რეფორმის წარმატებებზე და იმ სამომავლო გეგმებზე, რაც ამ სისტემაში ჯერ კიდევ გასაკეთებელია. გთავაზობთ  პრემიერის გამოსვლის ტექსტს.

ირაკლი ღარიბაშვილი:

მისასალმებელია, რომ დღევანდელ კონფერენციას ასეთი ფართო წარმომადგენლობა ესწრება. დღესთქვენთან ერთად შევაფასებთ საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის  განხორციელებისერთი წლის შედეგებს. ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო იმ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიობანკმა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და UშAID-მა ჩაატარეს - გამოკითხულთა 80 პროცენტზემეტი ხაზგასმულად დადებითად აფასებს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შედეგებს.

 

ჩვენ ნამდვილად წარმოუდგენელ შედეგს მივაღწიეთ ასე მცირე დროში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რადგან ყველაზე კარგად ვიცით, რომ კიდევ არსებობსპრობლემები, კიდევ ბევრი შრომა გვაქვს გასაწევი. დასამალი არ არის, რომ უმძიმესი მემკვიდრეობაგვერგო და ყველაზე მეტად ეს ჯანდაცვის სფეროში იგრძნობოდა.

 

როგორც იცით, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელი იყოჯანდაცვა. მცირე შემოსავლიანი, განსაკუთრებით კი  სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, უმძიმესმდგომარეობაში იყო. ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის, განსაკუთრებით კი ოპერაციებისთვის,იძულებული იყვნენ აეღოთ სესხი ან, სულაც, გაეყიდათ სახლ-კარი, რაც ოჯახების  გაღატაკებასიწვევდა. ამიტომაც, ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ სამედიცინოდაწესებულებას, რაც ხშირად დაგვიანებულიც კი იყო და მძიმე შედეგებით მთავრდებოდა.

 

ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და სოციალურ სოლიდარობაზედაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ჩვენიმთავრობის მთავარი  პრიორიტეტი იქნებოდა.

 

ჩვენი მოქალაქეების უზრუნველყოფა ხარისხიანი და ხარჯეფექტური ჯანდაცვისხელმისაწვდომობით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი ხელისუფლებისათვის.

 

ჩვენ მიზნად დავისახეთ და მოქალაქეებს შევპირდით, რომ სახელმწიფო იზრუნებდა და არცერთთავის მოქალაქეს არ დატოვებდა სამედიცინო მომსახურების გარეშე, ბედის ანაბარა და ეს პირობაშევასრულეთ.  ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმამ უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფადა  მოუხსნა ფინანსური ტვირთი.

 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისოსამედიცინო მომსახურებით. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამამ დაახლოებითსამმილიონნახევარი ადამიანი მოიცვა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით, მუდმივად ვიზრუნებთიმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა თავი დაუცველად აღარასოდეს იგრძნონ.

 

დაგეგმილი გვაქვს ახალი კლინიკების აშენება, ხოლო არსებულ კლინიკებს სულ უფრო მივუახლოებთთანამედროვე სტანდარტებს.

 განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას დასამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესებას. მაგალითად, სულ ახლახან  მთავრობისგადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან 30 პროცენტით გაიზარდა სოფლის ექიმისა და ექთნისდაფინანსება. ჩვენი ყოველი შემდეგი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს როგორც პაციენტებისათვის,ისე ჩვენი მედიკოსებისათვის ღირსეული პირობების შექმნას.

 

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარებისგაუმჯობესება. ჩემი ინიციატივით, იქ, სადაც შობადობა დაბალია, და ასეთი 6 რეგიონი გვაქვს, ყოველმესამე და მომდევნო ახალშობილზე ბარში გაიცემა 150 ლარი, მთაში კი - 200 ლარი. მიმაჩნია, რომ ესმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას.

 

რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურრეაბილიტაციასა და ბავშვებზე ზრუნვას, აგრეთვე იმ სიახლეებს, რომლებიც გვაქვს ამმიმართულებით.

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებზე ზრუნვა. ჩვენიმიზანია, ყველა პირობა შევუქმნათ მათ განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის, არმოვაკლოთ მათ მზრუნველობა. ჩვენ გავზარდეთ მომსახურების სპექტრი ბავშვთა სპეციალიზებულდაწესებულებებში და იმედი მაქვს, არც ერთი ბავშვი არ დარჩება განსაკუთრებული ყურადღებისგარეშე.

 

მთავრობამ შემოიღო ახალი მომსახურება, რომლის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრითუზრუნველყოფა. გვაქვს სიახლეც - ზრუნვის პროგრამას დაემატა ახალი ქვეპროგრამა, რომელიცითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელ სოციალურდახმარებას. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა მივხედოთ სიღატაკეში მყოფ ოჯახებს, რათა აღარავინდარჩეს გადაუდებელი საჭიროების გარეშე.

 

 და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, რეფორმის ყველა მონაწილეს,მედპერსონალს, ვინც თავდაუზოგავად, წარმოუდგენელი შრომის ფასად ემსახურება ამ საქმეს.ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი ჯანდაცვის რეფორმის მიმართ, ბევრი კრიტიკაც იყო, ბევრსდაუჯერებლად მიაჩნდა და შეუძლებელი ეგონა ამ რეფორმის გატარება. მაგრამ ჩვენმა გუნდმა დაბატონმა დავით სერგეენკომ შეძლეს ამ რეფორმის  წარმატებით განხორციელება. დღეს უკვე იმეტაპზე ვართ, როცა რეფორმა სულ უფრო და უფრო იხვეწება და მეტ მომსახურებას მოიცავს.დარწმუნებული ვარ, მალე ჯანდაცვის რეფორმის შედეგები კიდევ უფრო საგრძნობი გახდება დაჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აისახება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია