საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალები საწვავისა და გაზის გადასახადის გაიაფებას პირდებიან ამომრჩეველს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/08 22:41:27

დღეს, 8 მაისს საქართველოს მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის სპორტის სასახლეში პარტიის წინასაარჩევნო კონფერენცია გამართა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ენმ პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ, თბილისის ორგანიზაციის ლიდერმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, ქუთაისის მერობის კანდიდატმა გია თევდორაძემ, ყვარლის გამგებლობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა თენგო გუნავამ და ენმ სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივანმა, პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების, კერძოდ – უმუშევრობისა და კრიმინალის ზრდის, მთავრობის მხრიდან საარჩევნო დაპირებების არშესრულების და სრული უნიათობის ფონზე ენმ-ი საზოგადოებას სთავაზობს კონკრეტულ გეგმას, როგორც მთელი ქვეყნის, ისე  – ცალკეული ქალაქებისა და რაიონების მასშტაბით. გეგმის მიხედვით, ნაციონალები ხალხს სთავაზობენ: 


-   საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადის გაუქმებას,  - რაც 25 თეთრით გააიაფებს საწვავს და 8 თეთრით გაზს მოსახლეობისთვის, ხოლო ბიზნესს გაუიაფებს საწარმოო ხარჯებს და შესაბამისად მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს;


-  გადასახადების შემცირებას -  მათ შორის საშემოსავლო გადასახადის 5 % -ით შემცირება, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს;


-  ბიზნესთან დაკავშირებული გადაცდომების და დარღვევების დეკრიმინალიზებას - რაც ნდობას გააჩენს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და ბიზნესს ზრდის სტიმულს შეუქმნის;


-  შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას;


- ყველგან და ყველასათვის ხელმისაწვდომი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტს - რაც გულისხმობს ახალი, კომფორტული ტრანსპორტის ამოქმედებას  სატრანსპორტო ხაზებზე და შეღავათების ფართო სისტემას;


თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა თბილისში სატრანსპორტო შეღავათებისა და კომუნალური გადასახადების გაიაფების ინოვაციური სისტემა:

-  სკოლის მოსწავლეთათვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისათვის, სოციალურად დაუცველთათვის, პედაგოგებისათვის უფასოდ მგზავრობა;


-  ყველასათვის 50 დან 20 თეთრამდე ტარიფის დაწევა;


-  გათბობისა და ცხელი წყლის ინოვაციური სისტემა, რომელიც ოჯახს 35 % უიაფებს ხარჯს ზამთარში, ხოლო ზაფხულში პრაქტიკულად უფასოა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია