დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარათონი 30-ე სკოლაში
2014/05/08 16:53:46

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის  X 1 კლასის ინიციატივით, სამოქალაქო კლუბთან ერთად  განხორციელდა პროექტი „მარათონი“.

 

პროექტი დაიგეგმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე. მისი მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებსა და თემში.  ეს იყო ერთობლივი სურვილი  მოსწავლეებისა, რათა  მოსახლეობა დაფიქრდეს საკუთარი ცხოვრების წესზე, უფრო ახლოს გაეცნონ სკოლას და დაინტრესდნენ მასში მიმდინარე პროექტებით.

 

მარათონი ჩატარდა 5 მაისს  და მონაწილეობა მიიღო 100-მდე მოსწავლემ VII_XI  კლასებიდან და სკოლის დირექტორმა.

 

აღნიშნულმა აქციამ მოსახლეობაში გარკვეული ინტერესი, მოწონება და, ზოგ შემთხვევაში, გაკვირვებაც კი გამოიწვია.

 

 

30-ე საჯარო სკოლა მომავალშიც გეგმავს აქტიურ შეხვედრებს თემთან, რათა მოაწყოს სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში და კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს ურთიერთობა სკოლასა და თემში.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია