დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მოქალაქეები სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/08 14:29:31

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე, პრესის სახლის გვერდით მშენებარე შენობიდან ფიცრები გადმოვარდა და მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად მანქანას საქარე მინა მთლიანად დაუზიანდა. 


უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ ფეხითმოსიარულეები და მოქალაქეები, რომლებიც იმ მომენტისათვის მშენებლობის წინ არსებულ გაჩერებაზე იდგნენ.


დაზარალებულმა მანქანის პატრონმა პატრულს გამოუძახა.


ძლიერი ქარის გამო აღნიშნული მშენებლობიდან საშენი მასალების ცვენის საფრთხე ისევ არსებობს. მშენებლობას კომპანია „რეტროგრუპი“ ასრულებს, თუმცა კომპანიის წარმომადგენელთაგან ამ წუთში შემთხვევის ადგილზე არავინ იმყოფება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია