დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/08 13:42:36

 ქუთაისის მერიას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის და ბიუჯეტის გამოყენებაში ადანაშაულებენ. როგორც საარჩევნო ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია" აცხადებს, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ქალაქში გატარებული სხვადასხვა ღონისძიებები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კარგი მაგალითია, მათივე განცხადებით, მერიის საბინაო სამსახური ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე შიდა ეზოების კეთილმოწყობას აპირებს.

 

"ჩვენ არ ვაპროტესტებთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ არ დავუშვებთ,  ბიუჯეტი საარჩევნოს სათავისოდ გამოიყენონ. ჩვენ გავედით ამ მისამართებზე და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობამ ეზოების მოწესრიგება 2013 წელს მოითხოვა, ამათ კი ტენდერი 2014 წლის აპრილში გამოაცხადეს, რათა მოახდინონ ამომრჩეველთა მოსყიდვა. ეს ხელისუფლება ვერ გასცდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებულ პროპაგანდას, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ასევე საარჩევნოდ გადასახური მასალის დარიგებას აპირებენ. მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაცებს დაიწყონ მონიტორინგი, რათა არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება"–აცხადებენ არასაპარლამენტო  ოპოზიციაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია