უახლესი ინფორმაციით სამტრედიაში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე ქალია.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავარიის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში, სოფელ იანეთში მომხდარ ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს სამტრედიაში მეორე ავარიაც მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, თუმცა ამ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყლია.