დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტის სამინისტროს ახალი პროექტი შშმ პირების ჩართულობის გასააქტიურებლად
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/05/07 15:46:25

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით ,, სოციალური ინკლუზია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისთვის."

პროექტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ჩართულობის ამაღლება სხვადასხვა აქტივობებში.

 

პროექტის ფარგლებში შშმ პირებთან მომუშავე  ტრენერებს ტრენინგი ჩაუტარდათ.  

 

,, ვფიქრობ, მზგავსი ტიპის ტრენინგები ხშირად უნდა იმართებოდეს, რადგან მიუხედავად დიდი გამოცდილებისა რომელიც ჩვენ გაგვაჩნია შშმ პირებთან მუშაობის თვალსაზრისით, მზგავსი ტრენინგები მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო კომპეტენტურები გავხდეთ ამ მიმართულებით და ჩვენი პროფესიული მიდგომა შშმ პირებთან მუშაობისას, იქნება ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი შესაძლებლობები უფრო მეტად ირწმუნონ და გაუჩნდეთ ჯანსაღი ამბიცია, რომ იყონ აქტიურები და ჩართულები სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებში,“ -აღნიშნა ტრენინგის მონაწილემ.  

 

აღნიშნული პროექტი ქუთაისის გარდა სხვა რეგიონებშიც ხორციელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია