დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო და რელიგია
პატრიარქი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: „გავა დრო და ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/07 02:07:56

 

სრულიად საქართველო კათოლიკოს პატრიარქმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებით გიორგობის სადღესასწაულო წირვის შემდგომ ქადაგებაზე მცირე განცხადება გააკეთა. პატრიარქის თქმით, უკანონობის დაკანონება არ შეიძლება და მოვა დრო, როდესაც ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი:

 

"მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია მღელვარება საქართველოში. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შესახებ მინდა ორიოდ სიტყვა მოგახსენოთ. საერთოდ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ ჩაგრავდა , საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა და გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები რომლის დაშვება არ შეიძლება.

როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო? უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა ის იქნებოდა გასაკვირი და ის იქნებოდა საოცარი რომ არ მეთქვა. ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა.

არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მე მინდა ვთქვა რომ გავა დრო და ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება თუ როგო იყო მიღებული ეს კანონი და მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი ნებსითნი და უნებლიეთნი.

ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია