დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერის რამდენიმე სოფელი მეწყერსაშიშ ზონად იქცა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/05/07 00:25:05

უჩვეულოდ ნალექიანობის გამო საჩხერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრის ჩამოწოლის შემთხვევები დაფიქსირდა.


 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულში მიწის მასივი მოწყდა და მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლი, შიდა სასოფლო გზა, რომლითაც რამდენიმე ოჯახი სოფლის ცენტრს უკავშირდებოდა,  სათავე ნაგებობასთან დამაკავშირებელი წყლის ცენტრალური მილი, რომლითაც სასმელი წყლით ასეულობით  ოჯახი მარაგდებოდა.

 

დაზარალებული ოჯახი სტიქიის ზონიდან დაუყოვნებლივ იქნა გაყვანილი. სიფრთხილის მიზნით, ევაკუირებული იქნა სტიქიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახიც.


 ორღულში მოსახლეობას შეხვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილ, თემურ მურღულია, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროს, ავთანდილ სუდაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.


 

 ორღულის მოსახლეობამ ხელისუფლებისაგან დახმარების დაპირება მიიღო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია