დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კინო სკოლაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/06 18:20:59

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-თან თანამშრომლობით,  ეროვნული კინოცენტრი 17 მარტიდან საქართველოს 5 რეგიონში, საპილოტე პროექტს „კინო სკოლაში“ ახორციელებს. დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტის  პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე უძღვებოდა.


პრეზენტაციას ესწრებოდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი  გურამ ოდიშარია, მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ კინოსა და თეატრის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები.


პროექტი „კინო სკოლაში“ მიზნად ისახავს, საქართველოს მოზარდ თაობაში კინოხელოვნების პოპულარიზაციას,  ანალიტიკური აზროვნებისა და ესთეტიკური აღქმის უნარის განვითარებას. ასევე ახალ თაობაში კინოს სფეროში ცნობიერების ამაღლებას.


 საპილოტე პროექტისთვის  საქართველოს 5 რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-თიანეთი, იმერეთი, აჭარა) 40 სკოლა შეირჩა.


3 თვის განმავლობაში უფროსკლასელებისთვის (მე-8, მე-9, მე-10 და მე-11კლასის მოსწავლეები)  კვირაში ერთხელ ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკური ნიმუშების ჩვენება იმართება. ფილმები შერჩეულია პროფესიონალებთან (კინომცოდნე, ფსიქოლოგი, განათლების ექსპერტი) კონსულტაციის შედეგად.  სურვილის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია გაიმართოს თანამედროვე წარმატებული ქართული ფილმების ჩვენებაც.


3 თვის განმავლობაში 12 ნაწილიან კურსს სკოლებში 20 კინოპროფესიონალი უძღვება, რომლებმაც მოსამზადებლად სპეციალური ტრეინინგი გაიარეს და ფილმის ჩვენების შემდეგ კლასებში  დისკუსიებს მართავენ.


ასევე  პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მოსწავლეების ცოცხალ კინოპროცესებში ჩართვა - კინოსცენარზე მუშაობა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია