დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საინტერესო ღონისძიებით დამეგობრებული ბავშვები
2014/05/06 16:53:57

ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ყოველწლიურად  ეწყობა სააღდგომო ჯეჯილის გაყიდვა. ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

 

პირველ ეტაპზე IX, X, XI კლასელებმა ჯგუფებში დათესეს ჯეჯილი. მეორე ეტაპზე,  16 აპრილს, დილიდანვე დაიწყო სკოლის მასშტაბით ჯეჯილის გაყიდვა, შემდეგ კი კლუბის წევრებმა თემშიც გაიტანეს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ წელს XI კლასმა სამოქალაქო კლუბში შემოიტანა ინიციატიავა, თემში მოეძებნათ მატერიალურად გაჭირვებული ოჯახები და დახმარებოდნენ მცირედი საჩუქრებით. ინიციატივა წარმატებით განხორციელდა.

 

მესამე ეტაპი იყო უკვე ქველმოქმედებისათვის განკუთვნილი. ჯეჯილის გაყიდვით აღებული თანხით სამოქალაქო კლუბი, ინგლისური ენის მასწავლებლის მირანდა ცხადაძის დახმარებით, დაუკავშირდა  ერთ-ერთ დღის ცენტრს „პირველი ნაბიჯი საქართველო“ , მათთან რამდენჯერმე გამართეს კონსულტაცია  და იქ მყოფი ბავშვებისთვის შეიძინეს სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები, სახატავი, გასაფერადებელი და მხატვრული წიგნები, ფანქრები, ბუშტები. კლუბის წევრები დაუმეგობრდნენ მათ აღსაზრდელებს, დაესწრნენ გაკვეთილებზე, დაგეგმეს  საერთო აქტივობები და 1 მაისს საჩუქრებით ხელდამშვენებულები კიდევ ერთხელ გაახარეს პატარები. ბავშვებმა დიდი სითბო და სიხარული აჩუქეს ერთმანეთს.

 

აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობა გაუწია სამოქალაქო კლუბის მენტორმა ქეთი ცირეკიძემ და ინგლისური ენის მასწავლებელმა მირანდა ცხადაძემ.

 

 

სამოქალაქო კლუბი პროექტს მომავალ წელსაც განახორციელებს და უფრო მეტ ადამიანს გაახარებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია