დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ენის კვირეული ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში
2014/05/06 16:09:09

14  აპრილი ჩვენთვის, ქართველებისთვის განსაკუთრებული დღეა. დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას -  საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას. ახალგაზრდების პროტესტმა, რომელიც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო, ნაყოფი გამოიღო და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი დაუბრუნდა.


ამ დღესთან დაკავშირებით, 30-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის კათედრამ დაგეგმა სხვადასხვა ღონისძიება.


V 2 კლასის მოსწავლეებმა  ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე: „სიყვარულის, ლექსის,  სადღეგრძელოს ენავ!...“


ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. აუდიტორიის წინაშე შესავალი სიტყვით წარდგა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ქ-ნი ნარგიზა ჩოგოვაძე. მიწვეულ  სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა 30-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ბ-ნმა მიხეილ გიორგაძემ.


მოსწავლეებმა წარმოთქვეს ქართული ენისადმი მიძღვნილი გულწრფელი სიტყვები, გაიხსენეს ცნობილი ქართველი პოეტების მრავლისმთქმელი სტრიქონები; საინტერესოდ შეასრულეს მუსიკალური ნომრები; სალამურისა და ფანდურის თანხლებით გაახმიანეს არაჩვეულებრივი ქართული სიმღერები...


ბოლოს კი, მეხუთეკლასელებმა ყვავილები გადასცეს დარბაზში მსხდომთ და ისე მიულოცეს ქართული ენის დღე... მასპინძლებმა მადლობა გადაუხადეს ბავშვებს ასეთი  თბილი დღისათვის...  ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს საჯარო ბიბლიოთეკის თითოეული განყოფილება; გაეცვნენ ბიბლიოთეკის სპეციფიკას, წიგნთსაცავებს; გაესაუბრნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს. მათ მეგზურობას უწევდათ საჯარო ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების გამგე ქ-ნი ნანული ცხვედიანი.


აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობა გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, Vკლასის  დამრიგებელმა დარეჯან ნაჭყებიამ.


ასევე ენის დღეს მიეძღვნა კონკურსი: „ენის საუკეთესო მცოდნე“, რომელშიც მონაწილეობდნენ IX, X, XI, XII კლასელები. კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეთა მიერ ლექსიკური, გრამატიკული და სააზროვნო კომპეტენციების გამოვლენა, ენობრივი ნორმების დაცვის გათავისება.


ენის კვირეულში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი: „ქართული კალიგრაფია“. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეთა მიერ წერითი კულტურის განვითარება და შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა. კონკურსში გამარჯვებულებს დირექციამ გადასცა დიპლომები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია