დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მერვე ადგილზეა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/06 14:35:13

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისელ ჟურნალისტებთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრაზე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არსებულ მდგმარეობასა და კვლევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ პატიმართა პროცენტული რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზე დგას.


ქვეყანაში პატიმართა, რაოდენობა 2001 წლიდან 2012 წლამდე კი ყველაზე მაღალი 2011 წელს დაფიქსირდა.


ტრენერებმა პატიმართა და პრობაციონერთა მდგომარეობაზე ციხეებში და შემდგომ საზოგადეოებაში ადაპტაციის შესახებ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.


წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის თემაზე: „ნაბიჯი თავისუფლებისკენ-პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობა საქართველოში“.


კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები პატიმართა, პრობაციონერთა და ყოფილ მსჯავრდებულთა მდგომარეობაზე. კერძოდ, მასალები უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს: პატიმრობა, მსჯავრდებულტა გათავისუფლების პროცესი და მათი ინტეგრაცია.


განცხადებიები მიიღება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 5 სექტემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან.


საუკეთესო ტელე/ვიდეო სიუჟეტი, რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება, საგაზეთო/ინტერნეტ სტატია და ბლოგ პოსტი.


მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია, რომლის მასალაც 2013-2014 წლებში  იყო გამოქვეყნებული.


პროექტი ხორცილედება ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია