დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მოსახლეობა ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით - NDI-ის კვლევის შედეგები
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/06 12:23:28

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შდეგები უკვე ცნობილია. საქართველოს მასშტაბით,  დაახლოებით 4000-მდე ადამიანი იქნა გამოკითხული. გამოპასუხების მაჩვენებელი კი 66%-ია. რაც შეეხება კონკრეტულად ქუთაისს,  კვლევს თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის მიხედვით,  ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად  ფიქსირდება სამუშაო ადგილების, ტერიტორიული მთლიანობა და მესამე ადგილს იყოფენ სიღარიბე და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობა.


კვლევის შდეგები მიხედვით,  ქუთაისის მოსახლეობა ნეგატიურად არის განწყობილი საქართვლოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით.


კვლევა ამა წლის 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში , საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქართულენოვან მოსახლეობას შორის ჩარატდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების  მიმართ.


ქუთაისის მასშტაბით, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 65% მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურა და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, რაც NDI-ის 2013 წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით (36%) გაზრდილი მაჩვენებელია.


გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, ხოლო 18 პროცენტი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.


გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ ყოფილი ხელისუფლების თანანმდებობის პირების მიმართ მიმდინარე სისხლისსამართებლივი დევნა უმთავრესად ეფუძნება პრინციპს, რომ თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ საკუთარ ქმედებებზე. 22 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი სახელისუფლებო ლიდერების მიმართ მიმდინარე დევნა პოლიტიკური შურისძიების სურვილს ეფუძნება.


გამოკითხულთა 45 პროცენტმა 43 პროცენტისგან განსხვავებით იცის "ეს შენ გეხება" კამპანიის შესახებ, რომელსაც სამართლიანი არჩევნები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) ახორციელებს და რომელიც ითხოვს აიკრძალოს უკანონო მოსმენა და თვალთვალი.


აღნიშნული კვლევის შედეგები ქუთაისის მედიას NDI საქართველოს დირექტორმა ლუის ნავარომ გააცნო.


"ქართველები კვლავ მყარად ეთანხმებიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც რუსეთს რეალურ მტრად მიიჩნევს, გაზრდილია. ქართველებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება და ეს შეეხებ, როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებს, ისე არსებული ხელისუფლების პოლიტიკას. აგრეთვე მოსახლეობის დამოკიდებულებას იმ ადამიანის როლის მიმართ, ვისაც არ უკავია საჯარო თანანმდბობა, მაგრამ გამოკითხულთა აზრით, კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, "-ამბობს ლუის ნავარო.


 

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +
/- 2.1%-ია. საქართველოში აღნიშნული კვლევები შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს
(sida) დაფინანსებით ხორციელდება და ატარებს CRRC-საქართველო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2417
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია