დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერეში ლიტერატურული კონკურსი გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/06 02:03:50

 წელს საჩხერეში აკაკი წერეთლის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ,,მოდინახე“ გაიმართება. პროექტს ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისი“ აფინანსებს,  მხარდამჭერია: შპს ,,ჩიხურა“, ფონდი ,,მოდინახე“, საჩხერის გამგეობის კულტურის სამსახური, ვებპორტალი psnews.ge, გაზეთები ,,პოსტკრიპტუმი“ და ,,საჩხერე“.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

საკონკურსო ნაწარმოები უნდა იყოს ლირიკული, ქართულენოვანი, არ უნდა აღემატებოდეს ერთ ნაბეჭდ ვორდის გვერდს, ზომით 12, ტექსტი უნდა აიკრიფოს ქართულ უნიკოდში.


 არ მიიღება ნაწარმოები საკონკურსოდ, თუ ის იქნება პლაგიატი, ან სხვა რომელიმე კონკურსში გამარჯვებული.


 ნაწარმოები იგზავნება ელექტრონულად მისამართზე: rokorolandi@gmail.com 15 მაისის ჩათვლით. გამოგზავნილ მასალას უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი. ნაწარმოების მიღება დადასტურდება ელექტრონულად. ფინალში გავა მხოლოდ 10 ნაწარმოები, რომელთა ავტორებიც მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ფინალში გადასვლის დადასტურებას.


 ფინალში გადასული ათივე მონაწილე მიიღებს მაქსიმუმ 50 ლარს გზის ხარჯებისათვის (წარმოდგენილი სამგზავრო ბილეთების მიხედვით). კონკურსანტის ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.

 საპრიზო ფონდი განისაზღვრება 500, 300 და 200 ლარით.


 საკონკურსო მასალებიდან ფინალისტები შეირჩევიან 16-22 მაისს. ფინალისტები შეიკრიბებიან 31 მაისს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 14 საათზე (მისამართი: საჩხერე, თავისუფლების #4). ფინალისტები ჯგუფურად გაემგზავრებიან სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, სადაც დაათვალიერებენ მუზეუმს და იქვე გამოცხადდება სამი გამარჯვებული.


 პირებმა, რომლებიც ეჭვს გამოთქვამენ კონკურსის შედეგების სანდოობაში, უმჯობესია, არ გამოგზავნონ მასალები.


 ნაწარმოების გამოგზავნა შეიძლება ემიგრანტების მხრიდანაც. მათი გამარჯვების შემთხვევაში თანხა გადაერიცხებათ და არ გადაეცემათ სხვა პირს (მათ შორის, ოჯახის წევრებსაც კი).

 

  სავარაუდოდ, აღნიშნული კონკურსი ყოველწლიური გახდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია