საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ჯორჯიან ამერიქენ ელოისმა" მედიატური გამართა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/05/04 23:03:51

4 მაისს, ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისმა“ მედიატური გამართა იმერეთის ჟურნალისტების მონაწილეობით. ტურში 30-მდე მედიის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ჟურნალისტებმა არასამუშაო ფორმატით მოინახულეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მღვიმევის მაღარო.

 

ჟურნალისტებმა პირველად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დაათვალიერეს, სადაც მათ მეგზურობას ქარხნის ადმინისტრაციის პირველი პირები უწევდნენ. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ფეროშენადნობის წარმოების თითქმის ყველა ეტაპს, ნედლეულის დამუშავებიდან მზა პროდუქციის მიღების ჩათვლით.

 

ჭიათურის მღვიმევის მაღაროზე ჟურნალისტები გაეცნენ მანგანუმის მოპოვების პროცედურას. ორივე ობიექტზე განახლებული ტექნოლოგიური ხაზების გარდა ყურადღება გამახვილდა სანიტარულ-ჰიგიენურ და კვების საკითხებზე.

 

ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნის სასადილოების მენიუს, მის ფასებსა და ასევე სველი წერტილების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებამდე ჟურნალისტების შეკითხვებზე უპასუხეს ფეროშენადნობის ქარხნის ადმინისტრაციამ და ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა მაკა კვარაცხელიამ.

 

შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა პროდუქციის წარმოებას, ეკოლოგიას, დასაქმებულთა სოციალურ პირობებს. ჭიათურაში, ზესტაფონისგან განსხვავებით, სამთოელები საკვებს მაღაროში მცირე კონტეინერებით ღებულობენ პერსონალურად და მისი კალორიული ღირებულება მორგებულია მაღაროელთა საჭიროებებზე.

 

მედიატურის ბოლოს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მალე ,,ელოისი“ დააფინანსებს აკაკი წერეთლის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს, რომელსაც ,,მოდინახე“ დაერქმევა და ამ კონკურსს, სავარაუდოდ, ყოველწლიური სახე მიეცემა. ლიტერტურული კონკურსის მედიამხარდაჭერას განახორციელებს ინტერნეტგამოცემა psnews.ge, გაზეთები ,,პოსტკრიპტუმი“ და ,,საჩხერე“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია