დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რისთვის სჭირდება გიორგი თევდორაძეს ქუთაისის მერობის მეორე შანსი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/03 13:13:35

ქუთაისში აქტიურად საუბრობენ, რომ ქალაქის პირველი პირის სტატუსის მორგებას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მეორედ შეეცდება გია თევდორაძე.


თევდორაძეს აღნიშნული პოსტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ეკავა. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი დეპუტატის მანდატი მიიღო.


მერის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო დასახელებას  ამ დროისთვის არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად თევდორაძე, რომელიც, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ  მასსა და სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით  კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


psnews.ge შეეცადა გაეგო რა პრიორიტეტებზე აკეთებს თევდორაძე აქცენტს და მეორედ მერობის შანსის შემთხვევაში, რა ნომერ პირველი პრობლემების მოგვარებას პირდება ქუთაისელებს.


 

„იყო უამრავი საქმე დაწყებული, რომელიც ვერ დავასრულეთ და ვერც მომდევნო ხელისუფლებამ ვერ შეძლო მათი მოგვარება. არის ბევრი პროექტი რაზეც მიფიქრია, მაგრამ ნომერ პირველ პრობლემად ქალაქისთვის   წყალგაყვანილობის პრობლემა კვლავ რჩება, რაც მთლიანად უნდა მოწესრიგდეს,  სხვა შემთხვევაში ქუთაისს სრულფასოვანი საპარლამენტო ქალაქის და სრულფასოვანი ტურისტული ცენტრის სტატუსი ვერ ექნება.  მწავავედ დგას ნაგავსაყრელის პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც არსებული ხელისუფლების მხრიდან  რატომღაც ჭიანურდება,  არის მრავალი მიკრო თუ მაკრო პროექტი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის  განვითარებას შეუწყობს ხელს. ამიტომ ჩემი კადიდატურის დასახელების შემთხვევაში ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და ამ შანსს ქუთაისში პრობლემების მოსაგვარებლად გამოვიყენებ“–განაცხადა გია თევდორაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მერობის და ოლქების მაჟორიტარ–დეპუტატობის კანდიდატებს 8 მაისს პარტიის ყრილობაზე დაასახელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2881
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია