დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დედა პარასკევას მოძღვარი: „აღსარებისას ვკითხე, შენ გწამებენ ანგარებას, ამბობენ, რომ ფულს იღებდი, მოინანიებ–თქო? მიპასუხა, არაო“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/02 23:41:27

დედა პარასკევას მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრიდან წასვლის ერთ–ერთ მიზეზად არაოფიციალურად ფინანსური მაქინაციები დასახელდა. საზოგადოებაში გავრცელებული ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „Frontnews“ დედა პარასკევას მოძღვარს, მამა ლაზარე გაგნიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ინტერვიუს მსვლელობისას აღსარების საიდუმლოს შემცველი დეტალები გაახმაურა.

 

„4 მილიონი ჰბრალდება ჩვენს მონასტერს. იმ მოწნულში იყრებოდა ეს ფული, უამრავი შემოწირულობა მიდიოდა. ეს წესია და კანონი, შოკოლადიც რომ მისცე, უნდა აიღოს და დადოს მაგიდაზე. არადა, მას იმდენი შემოსავალი ჰქონდა... კაციშვილს არ მოუთხოვია, მაგრამ სად წავიდა?! მოვიდა აღსარებაზე და მე ეს ყველაფერი ვუთხარი. ეს იმდენად დელიკატური საკითხია, არ მინდა, გავიდეს გარეთ – გამომივა აღსარების გათქმა. მე პირადად ოლარი მქონდა გადაფარებული და ვკითხე, დედაო, შენ გწამებენ ანგარებას, ამბობენ, რომ იღებდი ფულს, მოინანიებ–თქო? მიპასუხა, არაო. მონანიება, მილიონიც რომ ჰქონოდა აღებული, მაინც შეიძლებოდა, მაგრამ ვერ ვათქმევინე. იქ უამრავი საბანკო კონვერტი აღმოაჩინეს, ზოგი გაუხსნელი იყო და ფული იდო“ – ყვება დედა პარასკევას მოძღვარი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია