დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისი იმსახურებს, იყოს საპარლამენტო ქალაქი“–გია თევდორაძე (VIDEO)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/02 14:57:12

ორმაისობა ქუთაისელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიულოცეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის განცხადებით, ქუთაისი არის ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც იმსახურებს| იყოს საპარლამენტო დედაქალაქი.


„მინდა, ყველა ქუთაისელს და არა მარტო ქუთაისელს, ვისთვისაც სულერთი არ არის ამ ქალაქის ხვალინდელი დღე, მივულოცო ორმაისობა. ვისურვებ ისეთ ქუთაისში გვეცხოვროს, როგორზეც გვიოცნებია.  ქუთაისს უხდება მაისი და უხდება ღიმილი. ამ ქალაქის განვითარება ნიშნავს ქვეყნის განვითარებას,“–განაცხადა გია თევდორაძემ.


 ქუთაისქალაქობა ქალაქის ცენტრალურ ბაღში შეკრებილ საზოგადოებას გიორგი ვაშაძემ, დავით საყვარელიძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მიულოცეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია