დღეს პარლამენტთან იპოთეკარების აქცია ხმაურიანად მიმდინარეობდა. იპოთეკური სესხით დაზარალებულებმა პარლამენტის ბოიკოტირება სცადეს და დეპუტატებს შენობაში არ უშვებდნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან ასევე იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც საოლიდარობას უცხადებნენ დაზარალებულებს.
აქცია შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პროტესტის მონაწილეებს პარლამენტის ბოიკოტირებაში ხელი სამართალდამცავებმა შეუშალეს.
ამ დოისათვის სიტუაცია დასტაბილურდა.