ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პირველი საფეხურის სასწავლო შენობაში სწავლის პროცესი შეწყდა.
როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, დილიდან სკოლის შენობასთან და შიგ შენობაში გაზის მძაფრი სუნი იგრძნობოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ბავშვები სახლში გაეშვათ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახური. მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ საიდან მოდის გაზის სუნი. წინასწარი ვერსიით, შესაძლოა, გაზის მძაფრი სუნის წყარო სკოლის გვერდით მდებარე, მშენებარე კორპუსი იყოს.
ვინაიდან ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რა მოხდა სინამდვილეში, სკოლის დირექციამ სწავლის პროცესის ერთი დღით შეწყვეტა გადაწვყიტა.