საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სატელეფონო მუქარა
„ქუჩაში შემხვდები და დანარჩენს იქ გაგისწორდები“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/01 13:47:32

რატომ დაემუქრა ჟურნალისტს მაჟორიტარობის კანდიდატის ცოლი

 

ლანჩხუთი

 

psnews.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის „სახე(ლ)ცვლილი ნაციონალები ლანჩხუთში საკრებულოს წევრობისთვის იბრძვიან (?!)“ გამო, რომლის ავტორი ნინო მშვიდობაძეა, ჟურნალისტს ტელეფონით დაუკავშირდა სტატიაში ნახსენები ერთ–ერთი მაჟორიტარის, მერაბ თურქიას მეუღლე მანანა ხელაძე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხელაძემ შეურაცხყოფას მუქარაც მოაყოლა:

 

„შენ ხარ საცოდავი, ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ შენ ხარ დეგენერატი. ყველას ეცოდები. ჩემი ქამრი არ ყოფილა „ნაციონალების“ წევრი, არც „ოცნების“ წევრია. შენ ქუჩაში შემხვდები და დანარჩენს იქ გაგისწორდები,“ – უთხრა ჟურნალისტს ხელაძემ.

 

ხელაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე დაწერა: „მე და ჩემმა ოჯახმა ზეწოლა განვიცადეთ იმის გამო, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ჩემმა მეუღლემ „ოცნების“ მხარდასაჭერი ღია განცხადება გააკეთა, რისთვისაც ის მაშინ გმირად გამოაცხადეს, ხოლო „ნაციონალებმა“ – მტრად“.

 

psnews.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატი საინიციატივო ჯგუფიდან მერაბ თურქია „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის 28 სექტემბერს (!) შეუერთდა. თურქია ა(ა)იპ სპორტული ცენტრისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის თანამშრომელი იყო და დღემდე არის.

 

2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მერაბ თურქია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში იყო და ამგვარად იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. 2007 წელს კი – ქალაქის რწმუნებულად დანიშნა მაშინდელმა გამგებელმა ლევან გიორგაძემ. თურქია 2008 წელს ლანჩხუთის ახალმა გამგებელმა გია გოგუაძემ გაათავისუფლა.

 

psnews.ge-ს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განუცხადა, რომ მერაბ თურქია მას დღემდე არ ელაპარაკება, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერს:

 

რასაც ეს უსინდისო ჩვენ გვერბძოდა მთელი არჩევნები! მე დღემდე არც მესალმება...“ – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

 

 

რაც შეეხება მის მეუღლეს, მანანა ხელაძეს, ის საჯარო მოხელეა, მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი 2007 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა მისი მეუღლე ქალაქის რწმუნებული იყო (!).

 

 

ჟურნალისტი საჯარო მოხელის მხრიდან შეურაცხყოფის გამო აპირებს მიმართოს სასამართლოს.

 

 

 

(სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი ინახება რედაქციაში)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3295
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია